პოლიტიკა: თბილისში ქართულ-ესტონური პოლიტიკური კონსულტაციები ჩატარდა | ![]() | Georgian News | |
![]() კონსულტაციის ფარგლებში ესტონურმა მხარემ შეხვედრები მოაწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან თორნიკე გორდაძესთან. ასევე შეხვედრები ჩატარდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური საკითხების, ევროპული საქმეების, სამართლებრივი საქმეების, ევროინტეგრაციის, საერთაშორისო ეკონომიკის, კულტურული საკითხებისა და ჰუმანიტარული ურთიერთობების, უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტების უფროსებთან. შეხვედრათა მსვლელობაში განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი. ამას გარდა, საუბარი იყო საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე, ასევე განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ესტონეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერაზე საერთაშორისო ორგანიზაციებში. პოლიტიკური კონსულტაციების დასასრულს, ესტონეთის დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1933.html
| |||
Posted by Drakula | 07 Apr 2011, 09:35 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.