aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: აშშ-ის დემოკრატიულ პარტიას პირველად ჩაუდგება სათავეში ქალი World News  World News 
ბარაკ ობამამ აშშ-ის დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დები ვასერმან-შულცის კანდიდატურა წამოაყენა. ამის შესახებ Associated Pressიტყობინება.



მოსალოდნელია, რომ ეროვნული კომიტეტის წევრები ობამას არჩევანს მოიწონებენ და პირველად აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ისტორიაში მას ქალი ჩაუდგება სათავეში.


დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ვასერმან-შულცი ვირჯინიის ყოფილ გუბერნატორს ტიმ კეინს შეცვლის, რომელიც პარტიას 2009 წლიდან ედგა სათავეში. კეინმა ადრე განაცხადა, რომ ვირჯინიის სენატორის ადგილისთვის აპირებს ბრძოლას.


44 წლის დები ვასერმან-შულცს საკვანძო როლის შესრულება მოუწევს ბარაკ ობამას ახალი საპრეზიდენტო კამპანიაში. ობამამ 4 აპრილს მეორე ვადაზე კენჭისყრის განზრახვის შესახებ განაცხადა. შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 2012 წლის ნოემბერში ჩატარდება.


2005 წლიდან ვასერმან-შულცი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრია ფლორიდის შტატიდან. 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიის საწყის ეტაპზე ვასერმან-შულცი ჰილარი კლინტონს უჭერდა მხარს, თუმცა შემდეგ ბარაკ ობამას აქტიური მომხრე გახდა. ობამას მხარდაჭერას კონგრესმენი მას შემდეგაც აგრძელდება, რაც მან პრეზდიენტო თანამდებობა დაიკავა.


დები ვასერმან-შულცი სამი ბავშვის დედაა. იგი კონგრესის წევრის გაბრიელ გიფორდსის ახლო მეგობარია, რომლის სიცოცხლეზეც ხელყოფას ჰქონდა ადგილი 2011 წლის იანვრის დასაწყისში.
Source - lenta.ru

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1918.html
Posted by Drakula | 06 Apr 2011, 15:21 | News »
 

"პოლიტიკა: აშშ-ის დემოკრატიულ პარტიას პირველად ჩაუდგება სათავეში ქალი" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 24 April 2024
  • English Georgian