aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 მეცნიერება-ტექნოლოგიები: ტექნოლოგიურ ბაზარზე შესაძლოა თითქმის მილიარდი დოლარის ოდენობის გარიგება განხორციელდეს World News  World News 
კორპორაცია Google-მა კომპანია Nortel-ის კუთვნილი პატენტების შეძენაზე განაცხადი შეიტანა. ამის შესახებ ინტერნეტ-კომპანიის ოფიციალურ ბლოგზე არის ნათქვამი.



Google აპირებს Nortel-ის პატენტების შეძენას იმისათვის, რომ საკუთარი საპატენტო პორტფოლიო გაზარდოს. პირველ რიგში, ეს კომპანიას საშუალებას მისცემს, უფრო მტკიცედ იგრძნოს თავი სასამართლო გარჩევებში. იმ შემთხვევაში, თუ Nortel-ის პატენტებს სწორედ Google მიიღებს, უკანასკნელი შეძლებს პატენტების დარღვევის საქმეებთან დაკავშირებულ სასამართლოგარეშე შეთანხმებებამდე მისვლას კროს-ლიცენზირების საშუალებით.


კომპანია Nortel-ის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში დაზუსტებულია, რომ Google-მა განაცხადი შეიტანა საერთო ჯამში 6000 პატენტისა და პატენტის განაცხადის შესყიდვაზე. Google მზადაა, ამ პატენტებისათვის 900 მლნ დოლარი გადაიხადოს.


ამასთან, Nortel-მა პატენტების გაყიდვასთან დაკავშირებული აუქციონის ჩატარების განზრახვის თაობაზე განაცხადა. მასში სხვა კომპანიებიც შეძლებენ მონაწილეობის მიღებას, თუმცა ამისათვის მათ Google-ის მიერ გამოცხადებულ თანხაზე მეტის თქმა მოუწევთ.


აუქციონის ჩატარება 2011 წლის ივნისისთვის არის დანიშნული. თუმცა, აუქციონის ჩატარების ნებართვა ამერიკულმა და კანადურმა სასამართლოებმა უნდა გასცენ. საქმე ისაა, რომ ამჟამად Nortel გაბანკროტების პროცედურას გადის.


საპატენტო პორტფოლიოს გარდა, Nortel სხვა აქტივებსაც ყიდის. კერძოდ, მარტის ბოლოს კომპანია Microsoft-მა IPv4 ფორმატის 650 ათასზე მეტი IP-მისამართის შეძენის შესახებ განაცხადა 7.5 მლნ დოლარად.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1904.html
Posted by Drakula | 05 Apr 2011, 18:13 | News »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: ტექნოლოგიურ ბაზარზე შესაძლოა თითქმის მილიარდი დოლარის ოდენობის გარიგება განხორციელდეს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12341] »
• Selling Leads [130] »
• Products [4502] »
• Private offers [95] »
• Registered users [2581] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 26 September 2021
  • English Georgian