aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: ჰაიტის პრეზიდენტად მუსიკოსი აირჩიეს World News  World News 
წინასწარი შედეგის თანახმად, ჰაიტიზე საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული მიშელ მარტელი გახდა. ამის შესახებ იტყობინება Agence France-Presseსაამომრჩევლო კომისიის წარმომადგენელზე მინიშნებით.



მარტელის ამომრჩეველთა 67.57%-მა დაუჭირა მხარი. მის მეტოქეს - ქვეყნის ყოფილ პირველ ლედის მირლანდ მანიგას ხმათა 31.74% ერგო. თუმცა, ოფიციალური შედეგები მხოლოდ 16 აპრილს გამოცხადდება.


ჰაიტიზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2011 წლის 20 მარტს გაიმართა, ამასთან თავდაპირველად მარტელის მასში მონაწილეობა არ უნდა მიეღო.


2010 წლის ნოემბრის ბოლოს ჩატარებული არჩევნების პირველის ტურის ოფიციალური შედეგების მიხედვით, მეორე ტურში გადავიდა ჟიუდ სელესტენი, რომელიც სახელმწიფოს მოქმედი მეთაურის რენე პრევალის მემკვიდრედ მიიჩნეოდა.


საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა ჰაიტიზე უკმაყოფილების ტალღა გამოიწვია. რესპუბლიკის მაცხოვრებლები აცხადებდნენ, რომ ხმების დათვლა დარღვევებითა და ჩაწყობებით მოხდა, არჩევნების მეორე ტურში კი მარტელი უნდა გასულიყო. შედეგად სწორედ იგი გახდა პრეზიდენტობის კანდიდატი.


აღსანიშნავია, რომ მარტელი ჰაიტიზე ცნობილი მუსიკოსი გახლავთ. მას მხარს უჭერდა ჰაიტის წარმომავლობის სხვა ცნობილი მუსიკოსი - უაიკლეფ ჯინი. თავდაპირველად ჯინს თავად სურდა ჰაიტის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა უარი მიიღო, ვინაიდან ცხოვრების დიდი ნაწილი აშშ-ში გაატარა.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1893.html
Posted by Drakula | 05 Apr 2011, 10:06 | News »
 

"პოლიტიკა: ჰაიტის პრეზიდენტად მუსიკოსი აირჩიეს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 26 April 2024
  • English Georgian