aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

 სააკაშვილი ქართული ეკონომიკის ზრდას პროგნოზირებს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოს პრეზიდენტი 7-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო აპარატის თანამშრომლებთან შეხვედრაზე თქვა. „დღეს ჩვენ მსოფლიოში პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელმაც თავისი ეკონომიკური ზრდის ტემპებს გადახედა. წლის დასაწყისში ჩვენ ნაკლების იმედი გვქონდა, ახლა კი პროგნოზს 7 პროცენტამდე ვწევთ, მაშინ, როცა თურქეთმა თავისი პროგნოზი 2 პროცენტით, ხოლო ევროზონის ქვეყნებმა - 2-3%-ით შეამცირეს.
განათავსა - Drakula | 20 ოქტ. 2011, 18:51 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 თბილისში ახალი ტიპის სავაჭრო ფარდულები გაჩნდება ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების მიზნით თბილისის მერია ახალ პროექტს იწყებს. ძველი და უსახო ჯიხურების ნაცვლად დედაქალაქის ქუჩებში თანამედროვე ტიპის სავაჭრო ფარდულები გაჩნდება. ამასთან დაკავშირებით თბილისის მერი გიგი უგულავა გუშინ, 19 ოქტომბერს, შეხვდა მცირე და საშუალო მეწარმეებს და მათ ახალი ინიციატივა გააცნო.
განათავსა - Drakula | 20 ოქტ. 2011, 18:48 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 1 | ვრცლად...
 
 „სითი კომპანი“: ბინების 80%-ს უცხოეთში მომუშავე ქართველები ყიდულობენ ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
თბილისში ბინების უმრავლესობას უცხოეთში მომუშავე საქართველოს მოქალაქეები ყიდულობენ. ამის შესახებ „სითი კომპანიში“ აცხადებენ. კომპანიის მფლობელის თამაზ ქობალიას თქმით, მათ მიერ გაყიდული ბინების 80 პროცენტი საზღვარგარეთ მომუშავე ქართველებმა იყიდეს.
განათავსა - Drakula | 20 ოქტ. 2011, 18:46 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველოში მცირე ბიზნესის ადმინისტრირების ახალი წესები შემოაქვთ ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
მთავრობის ინიციატივით, საორიენტაციოდ წლის ბოლომდე მცირე მეწარმეებს საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოებისაგან გაათავისუფლებენ. ამ მიზნით მთავრობა ბაზრებზე ადმინისტრირების ახალი წესების შემოღებას აპირებს, რისთვისაც საქართველოს პარლამენტმა საგადასახდო კოდექსში ცვლილებების პროექტის განხილვა უკვე დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოში განმარტავენ, რომ „საგადასახადო კოდექსში“ შესწორებების თანახმად, ბაზრებს მიენიჭებათ ცალკეული სავაჭრო ზონების წოდება, რომელთა მფლობელებმა უნდა აწარმოონ სავაჭრო ობიექტების ჩაბარებისა და ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა. ამას გარდა, შესწორებების თანახმად, მთელი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოება ასევე აღნიშნული ზონების მფლობელებს მოუწევთ.
განათავსა - Drakula | 20 ოქტ. 2011, 18:44 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ყველაზე მეტი მილიონერი საფრანგეთში გამოვლინდა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საფრანგეთში ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ევროპულ ქვეყანაში. ასეთი დასკვნაა მოცემული გუშინ, 19 ოქტომბერს, „კრედი სიუსის“ მიერ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ მოხსენებაში.
განათავსა - Drakula | 20 ოქტ. 2011, 18:43 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 კანადელ ბიზნესმენებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს გააცნობენ ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
კანადელ ბიზნესმენებს საქართველოში საინვესტიციო პირობებს გააცნობენ. ამ ფუნქციას საკუთარ თავზე კანადის ექსპორტისა და ინვესტიციების სააგენტო აიღებს, რომელიც ორი თვის განმავლობაში შეეცდება დაარწმუნოს კანადელი ბიზნესმენები, დააბანდონ ინვესტიციები საქართველოში. ამის თაობაზე შეთანხმება სააგენტოსთან გაფორმდა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მსვლელობაში პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან სათავეში. ქართული მხრიდან დოკუმენტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ მოაწერა.
განათავსა - Drakula | 20 ოქტ. 2011, 18:42 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 კვეზერელი: არ უსმინოთ ონიშენკოს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ურჩევს ქართველ ბიზნესმენებს, არ უსმინონ რუსეთს ფედერაციის მთავარ სახელმწიფო სანიტარულ ექიმს გენადი ონიშენკოს. ამის შესახებ მან განაცხადა გუშინ, 18 ოქტომბერს, როდესაც კომენტარს აკეთებდა ონიშენკოს ბოლო განცხადებაზე რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის შესაძლო დაბრუნების შესახებ.
განათავსა - Drakula | 19 ოქტ. 2011, 18:16 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 მსო-ში ჩინეთის გაწევრიანებამ მთელ მსოფლიოს სარგებლობა მოუტანა - პასკალ ლამი ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) ჩინეთის გაწევრიანებამ მთელ მსოფლიოს სარგებლობა მოუტანა. ასეთი განცხადებით გამოვიდა გუშინ, 18 ოქტომბერს, მსო-ის გენერალური დირექტორი პასკალ ლამი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქალაქ ჩენდუში მე-12 საერთაშორისო ბაზრობაზე მონაწილეობისათვის ჩავიდა.
განათავსა - Drakula | 19 ოქტ. 2011, 18:14 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველოში მაღალი გენდერული თანაფარდობა აღინიშნება ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საწარმოებზე მომუშავეთა რიცხვი 397.8 ათას ადამიანს შეადგენს, რომელთაგან 39.0 ქალებია, ხოლო 61.0% - მამაკაცები. საწარმოების სიდიდის მიხედვით ისინი გადანაწილებულია შემდეგნაირად: მსხვილი ბიზნესი - 56.4%, საშუალო - 23.1%, მცირე - 20.5%.
განათავსა - Drakula | 19 ოქტ. 2011, 17:37 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 2010 წელს საწარმოთა ბრუნვამ 24.4 მლრდ ლარი შეადგინა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
2010 წელს საწარმოთა ბრუნვამ 24.4 მლრდ ლარი, ხოლო პროდუქციის გამოშვენამ - 13.3 მლრდ ლარი შეადგინა.
განათავსა - Drakula | 19 ოქტ. 2011, 17:36 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 01 მაისი 2024
  • English Georgian