aspurcela.ge
როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

 ერთ-ერთმა ქვეყანამ Apple თითქმის მილიონი ევროთი დააჯარიმა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
იტალიის ანტიმონოპოლიიურმა რეგულატორმა AGCM-მ კომპანია Apple საერთო ჯამში 900 ათასი ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ იტყობინება Agence France-Presse. როგორც სააგენტოს შეტყობინებაშია ნათქვამი, AGCM-ში ჩათვალეს, რომ Appleმომხმარებლებს თავისი დამატებითი მომსახურებების შესახებ მკაფიო ინფორმაციას არ აწოდებს, ასევე უარს ამბობს თავის მოწყობილობებზე ორწლიანი გარანტიის შემოღებაზე, როგორც ამას ევროკავშირის კანონმდებლობა მოითხოვს.
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2011, 23:47 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე მაღალმთიან აეროპორტს ააშენებს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ჩინეთი გეგმავს აეროპორტის აშენებას, რომელიც მსოფლიოში სხვა დანარჩენებთან შედარებით ყველაზე მაღლა იქნება განლაგებული. ამის შესახებ იტყობინება Reuters ადგილობრივ მასმედიაზე მინიშნებით. პროექტზე მუშაობა გაისად დაიწყება. აეროპორტი ტიბეტის რაიონ ნაგჩუში, ზღვის დონიდან 4436 მეტრის სიმაღლეზე იქნება განლაგებული - ეს სულ რაღაც 100 მეტრით უფრო მეტია ამჟამინდელი რეკორდსმენის სიმაღლეზე ქალაქ კამდოში (ჩინეთი). მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 4334 მეტრია.
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2011, 23:46 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 5 | ვრცლად...
 
 „Huawei” საქართველოს მონაცემთა უახლოეს ცენტრსა და 200 სპეციალურ კომპიუტერს გადასცემს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ქართულმა მხარემ ჩინურ IT-კომპანია „Huawei“-სთან მემორანდუმი გააფორმა, რომლის შესაბამისადაც კომპანია საქართველოს მონაცემთა უახლოეს ცენტრსა და სპეციალური ტექნოლოგიით მომუშავე 200 კომპიუტერს გადასცემს. საჩუქრის ღირებულება 370 000 დოლარს შეადგენს.
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2011, 23:44 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 80 მლნ დოლარმა Nokia Epson-თან შეარიგა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
კომპანია Nokiaსასამართლოებიდან უკან იხმობს სარჩლებს პრინტერების, სკანერებისა და ელექტრონული კომპონენტების მწარმოებელ Seiko Epson-ის წინააღმდეგ მას მერე, რაც იაპონური კომპანია მისთვის 80 მილიონი დოლარის გადახდას დათანხმდა, გადმოსცემს Bloomberg. Seiko Epson-ის საიტზე შეტყობინებაში ნათქვამია, რომ კომპანია კვლავ არ ეთანხმება Nokia-ის პრეტენზიებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კომპენსაციის გადახდას დათანხმდა, რათა სასამართლოს ხარჯები არ გასწიოს და ბიზნესისთვის მიყენებული ზიანის მინიმიზაცია მოხდინოს.
განათავსა - Drakula | 27 დეკ. 2011, 22:26 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველოში Facebook-ის 650 ათასი მომხმარებელია საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოში Facebook-ის 650 ათასი მომხმარებელია. ამის შესახებ დღეს, 23 დეკემბერს, გამართულ წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა.
განათავსა - Drakula | 24 დეკ. 2011, 19:29 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ზაკურაევი: „ბილაინი“ საქართველოში მობილური კავშირგაბმულობის #2 ოპერატორი იქნება საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
„ბილაინი“ საქართველოში მობილური კავშირგაბმულობის #2 ოპერატორი იქნება, - განაცხადა გუშინ, 21 დეკემბერს, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე შპს „მობიტელის“ (რომელიც საქართველოში „ბილაინის“ სავაჭრო ნიშნის ქვეშ კავშირგაბმულობის მომსახურებას სთავაზობს) ახალმა გენერალურმა დირექტორმა სერგეი ზაკურაევმა.
განათავსა - Drakula | 22 დეკ. 2011, 19:40 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველოში გაყიდვების მიხედვით Hewlett-Packard-ის კომპიუტერები ლიდერობს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ჩინურ კომპანია Lenovo-ს წარმოების პერსონალურ კომპიუტერებზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც იზრდება.
განათავსა - Drakula | 16 დეკ. 2011, 18:02 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 Samsung-ის მობილურმა ტელეფონებმა გაყიდვების რეკორდი დაამყარა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
კომპანია Samsung-მა მობილური ტელეფონების წლიური გაყიდვების მიხედვით რეკორდი დაამყარა - ნოემბრის ბოლოსთვის მაღაზიებში 300 მილიონზე მეტი მობილური ტელეფონი გადაიტვირთა. ამის შესახებ იტყობინება Reuters. კომპანიამ ამ სიმბოლური მაჩვენებლის გადალახვა თავის ისტორიაში პირველად შეძლო.
განათავსა - Drakula | 12 დეკ. 2011, 19:05 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 Facebook დიდ კაზინოდ გადაიქცევა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
სოციალურ ქსელ Facebook-მა, რომელსაც 800 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, შესაძლოა დიდ ბრიტანეთში ონლაინ-კაზინოსთვის ვირტუალური მოედნების შემოთავაზება დაიწყოს. ამჟამად წამყვანი სოციალური ქსელი მოლაპარაკებებს აწარმოებს ექსპერტებთან, კონსულტანტებთან და შემმუშავებლებთან სათამაშო ბიზნესის დარგში. ამის შესახებ წერს ბრიტანული გაზეთი The Daily Mail აზარტული თამაშების გამოცემა eGaming Review-ში ინფორმირებულ წყაროებზე მინიშნებით.
განათავსა - Drakula | 06 დეკ. 2011, 19:43 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 კლიმატოლოგებმა ადამიანი დედამიწაზე დათბობაში დაადანაშაულეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
შვეიცარელმა კლიმატოლოგებმა დაადგინეს, რომ ადამიანი პლანეტაზე საშუალო ტემპერატურის მიმდინარე გაზრდის, სულ ცოტა, სამ მეოთხედზე მაინც არის პასუხისმგებელი. მეცნიერთა სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Geoscience-ში, ხოლო მისი მოკლე მიმოხილვა მოყვანილია Nature News-ში. გამოკვლევის ფარგლებში მეცნიერებმა მანამდელი სამუშაოებისაგან პრინციპულად განსხვავებული მიდგომა გამოიყენეს. მეთოდის საფუძვლად მეცნიერებმა ენერგიის შენარჩუნების კანონი ჩადეს. სხვადასხვა პარამეტრების მქონე საშუალო სირთულის კლიმატურ მოდელებზე დიდი რაოდენობის (რამდენიმე ათასი) ტესტის საშუალებით მათ დაადგინეს კავშირი ანტროპოგენულ დათბობასა და პლანეტის ენერგეტიკულ ბალანსში ცვლილებებს შორის.
განათავსა - Drakula | 06 დეკ. 2011, 19:40 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 

გვერდის არჩევა 23 გვერდიდან.

გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12092] »
• ტოპ შეთავაზება [359] »
• პროდუქცია და სერვისი [8339] »
• კერძო განცხადება [3103] »
• წევრი საიტზე [2309] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 ფორუმი »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 17 აგვისტო 2018
  • English Georgian