aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 კოვზანაძე: ლარის კურსის გამყარება მათზე აისახა, ვინც ხელფასს ვალუტაში იღებს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოში ზაფხულიდან ინფლაციის დონე მცირდება. ოქტომბერში კი ინფლაციის მაჩვენებელი ყველაზე მინიმალური - 2.3% იყო.
განათავსა - Drakula | 07 ნოემ. 2011, 20:33 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 პოლონეთში 1.5 მლნ ბოთლი ქართული ღვინო გაიგზავნება ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
მომავალ წელს საქართველოდან პოლონურ ბაზარზე 1.5 მლნ ბოთლი ღვინო იქნება ექსპორტირებული. ამის შესახებ განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ ვარშავაში ჩატარებული „ქართული დღეების“ შეფასების მსვლელობაში.
განათავსა - Drakula | 07 ნოემ. 2011, 20:27 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 Lehman Brothers აქციები 24 ათასს ევროთ გაიყიდა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
5 ნოემბერს გერმანიაში აუქციონზე 24 ათას ევროთ გაიყიდა გაკოტრებული ბანკის Lehman Brothers აქციები.  Historisches Wertpapierhaus მიერ აუქციონზე დადებული სასტარტო თანხა შეადგენდა 5 ათასს ევროს შეადგენდა.  აქციების ახალი მფლობელის სახელი არ მჟღავნდება.
განათავსა - Legatuss | 06 ნოემ. 2011, 19:23 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ინვესტიციების მოცულობებით ფინანსური სექტორი ლიდერობს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
2011 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 203 385.2 აშშ დოლარი შემოვიდა. სასოფლო-სამეურნეო და მეთევზეობის სექტორში დაბანდებული ინვესტიციების მოცულობამ 1 857.7 აშშ დოლარი შეადგინა. მოპოვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროში ინვესტიციების სახით 29 516.1 აშშ დოლარია ჩადებული.
განათავსა - Drakula | 04 ნოემ. 2011, 19:38 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ამიერიდან ქართული პროდუქციის წარმოების პროცესს კერძო ინსპექციის ორგანოები გააკონტროლებენ ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
აკრედიტირებული საინსპექციო სამსახურები ეროვნულ სააგენტოსთან ერთად საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიების შეამოწმებენ. როგორც OnlineNews-ს საკვები პროდუქტების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, იმისათვის, რომ ქართველი მომხმარებლები უხარისხო პროდუქციისაგან მაქსიმალურად იყვნენ დაცულები, წარმოიშვა ახალი კონტროლიორის არსებობის საჭიროება. სააგენტოს ინფორმაციით, ამ მიზნით შესწორებები შევა კოდექსში „პროდუქტების, ვეტერინარიისა და მცენარეების დაცვის“ შესახებ, ასევე „პროდუქტების უსაფრთხოებისა და თავისუფალი გაცვლის“ შესახებ.
განათავსა - Drakula | 04 ნოემ. 2011, 19:35 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ქობალია: „დუბაი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით არის დაინტერესებული“ ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიის განცხადებით, დუბაი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით არის დაინტერესებული. ამის შესახებ მან სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ქართულ ბაზარზე ახალ ავიაკომპანია „Fly Dubai“-ის შემოსვლასთან დაკავშირებით გაიმართა.
განათავსა - Drakula | 04 ნოემ. 2011, 19:35 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ოქტომბერში უძრავი ქონების რეგისტრაციების რაოდენობა 20.7%-ით გაიზარდა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ოქტომბერში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20.7 პროცენტით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 39 395 ერთეული შეადგინა. ამჟამინდელი მაჩვენებელი, 2007-2009 წლების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, ცალსახა ზრდით განსხვავდება: 2007 წლის ოქტომბერთან შედარებით 24.9%-ით, 2008 წელთან შედარებით - 42.5%-ით, 2009 წელთან შედარებით - 26.1%-ით.
განათავსა - Drakula | 04 ნოემ. 2011, 19:33 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 მედვედევი: რუსეთის ფედერაციის მსო-ში შესვლა ვაჭრობის ლიბერალიზაციას შეუწყობს ხელს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დარწმუნებულია, რომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) შესვლა ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციას ხელს შეუწყობს. „სახელმწიფოს მთავარი ამოცანა იმაშია, რომ უზრუნველყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, შეამციროს ბარიერები ბიზნესისთვის და კერძო ინიციატივა წაახალისოს. მიმაჩნია, რომ „ოცეულის“ ქვეყნებმა ამ საკითხში ლიდერობა უნდა გამოიჩინონ და ყოველმხრივ შეუწყონ ხელი ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციას. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის მსო-ში დიდი ხნის ნანატრი გაწევრიანება საერთო საქმეში კარგი წვლილი შეიძლება გახდეს“, - თქვა მედვედევმა, როდესაც „ოცეულის ჯგუფის“ ბიზნეს-სამიტზე გამოდიოდა.
განათავსა - Drakula | 04 ნოემ. 2011, 19:30 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველოში ოქტომბრის თვეში ინფლაციის წლიურმა დონემ 2.3% შეადგინა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოში ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 2.3% შეადგინა, განაცხადეს ხუთშაბათს, 3 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ სტატისტიკურ სამსახურში - „საქსტატში“. იქვე აღნიშნეს, რომ ინფლაციის მოცემული მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა პროდუქტების, უალკოჰოლო სასმელებისა და ტრანსპორტის ფასებმა მოახდინა.
განათავსა - Drakula | 04 ნოემ. 2011, 19:29 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 რეკლამებში იკრძალება გამოყენება ტერმინებისა „სასარგებლო“ და „გამაჯანსაღებელი“ ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
კანონის თანახმად, აკრძალულია მომხმარებლის დარწმუნება იმაში, რომ კონკრეტულ პროდუქტს განსაკუთრებული თვისებები აქვს მაშინ, როდესაც ანალოგიური თვისებები სხვა პროდუქტსაც აქვს, განმარტავენ სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოში. მაგალითად, დაუშვებელია რეკლამაში გამოყენება ტერმინებისა „სასარგებლო“, „გამაჯანსაღებელი“ და „დიაბეტური“, თუ კომპანიაში ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი ნებართვა არა აქვს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსის თენგიზ კალანდაძის განცხადებით, აღნიშნული დარღვევა 1 000 ლარის ოდენობით ჯარიმით ისჯება. თუმცა იგი ვერ იხსენებს შემთხვევას, როდესაც ქართულ ბაზარზე მსგავსი დარღვევა დაფიქსირდა.
განათავსა - Drakula | 03 ნოემ. 2011, 20:29 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 23 აპრილი 2024
  • English Georgian