aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 სომხეთს მაგისტრალური გაზსადენის საქართველოზე გამავალი მონაკვეთის შესყიდვა სურს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
სომხეთი მაგისტრალური გაზსადენის საქართველოზე გამავალი მონაკვეთის შესასყიდად მზად არის,—იუწყება საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმი”. 



ლაპარაკია იმ მონაკვეთზე, რომლითაც რუსული ბუნებრივი აირი სომხეთს მიეწოდება. წყაროს ცნობით, ეს განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გრანტ ბაგრატიანმა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია “სოკარის” პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევის განცხადების შეფასებისას გააკეთა.


კერძოდ, აბდულაევის განცხადებით, აზერბაიჯანი აღნიშნული მონაკვეთის გაკონტროლებას აპირებს.


“სომხეთს შეუძლია, საკუთარ თავს ამ ობიექტის შესყიდვის უფლება მისცეს. 11 თვის განმავლობაში ქვეყნიდან ნახევარი მილიარდი დოლარის გადინება მოხდა. აღნიშნული თანხის ნახევრიც კი საკმარისი იქნებოდა იმ ობიექტის შესაძენად, რომელიც ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა”,—აღნიშნა გრანტ ბაგრატიანმა.


ერევნის ყოფილი მერის, ექსპერტ ვააგნ ხაჩატრიანის მოსაზრებით, აზერბაიჯანის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენის მონაკვეთის შესყიდვის შემთხვევაში სომხეთს საფრთხე არ შეექმნება, რადგან გაზსადენს საბოლოოდ მაინც რუსული კომპანია “გაზპრომი” მართავს. თუმცა, ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლებისას “სომხეთის გაზმომარაგებისთვის განკუთვნილ მონაკვეთზე ყოველდღიური აფეთქებები გარანტირებული იქნება”.


როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 6 ივლისს მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც მაგისტრალური გაზსადენი “ჩრდილოეთი-სამხრეთი” სტრატეგიული ობიექტების ნუსხიდან ამოღებულია და შესაძლოა, პრივატიზებას დაექვემდებაროს. საქართველოს ხელისუფლების მანამდე მიღებული გადაწყვეტილებით კი, მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვა 5 წლით, 2011 წლის აპრილამდე, შეჩერებულია.
წყარო - medianews.ge

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_332.html
განათავსა - teo- | 14 ნოემ. 2010, 12:05 | ახალი ამბები »
 

"სომხეთს მაგისტრალური გაზსადენის საქართველოზე გამავალი მონაკვეთის შესყიდვა სურს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 25 მაისი 2024
  • English Georgian