aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 ნიკა გილაური: საქართველო რუსეთთან მოლაპარეკებებისთვის მზადაა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
     მიუხედავად გასულ კვირას, ქვეყნის ხელისუფლების მიერ რუსული ჯაშუშური ქსელის მხილებისა, თბილისი რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა, _ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა "The Irish Times" -ისთვის მიცემულ ინტერვიუში.



    "The Irish Times" - ს ჟურნალისტის მტკიცებით, მას შემდეგ რაც ნატოს ლისაბონის სამიტის წინ, რომელსაც პრეზიდენტი მედვედევიც დაესწრება, თბილისმა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 13 ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა, მოსკოვმა საქართველო „აშკარა პროვოკაციის" ორგანიზებასა და „პოლიტიკურ ფარსში" დაადანაშაულა. 


    დუბლინში ვიზიტის დროს, კითხვაზე, ხომ არ ავნებს დიალოგის პერსპექტივას ჯაშუშური დაპირისპირება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ, „ამ კითხვის ადრესატი უფრო რუსეთია... ჩვენ მოლაპარაკებებისთვის კვლავ მზად ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავხუჭავთ თვალს ჯაშუშურ ქსელზე თუ კი ასეთს აღმოვაჩენთ და აღმოვაჩინეთ კიდეც... ერთადერთი გზა რეალური მოლაპარაკებებია". 


    „რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი მთავარი იარაღი მოსკოვზე ევროპისა და ამერიკის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლაა. წარმატებული ეკონომიკური რეფორმები საქართველოში და ამავდროულად პოლიტიკური ზეწოლა ევროკავშირის და აშშ-ს მხრიდან - ეს ჩვენი წარამტების ფორმულაა საქართველოს პოლიტიკური რეინტეგრაციის თვალსაზრისით", - აღნიშნა გილაურმა. 


    აღნიშნულ ინტერვიუში, გილაურმა უარყო საქართველოს ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებული წუხილი, რომელიც ოპონენტთა თქმით, გზას უხსნის მიხეილ სააკაშვილს პრემიერ- მინისტრი გახდეს მას შემდეგ, რაც მისი საპრეზიდენტო ვადა დასრულდება, ისევე როგორც ეს ვლადიმერ პუტინმა გააკეთა რუსეთში. „პირადად პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვებია ის, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები იმისთვის არ განხორციელებულა, რომ ის რომელიმე ადამიანს მოერგოს", - განაცხადა გილაურმა და დასძინა, რომ ახალი კონსტიტუცია თავისი ბუნებით „უფრო ევროპულია".
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_281.html
განათავსა - Legatuss | 12 ნოემ. 2010, 12:57 | ახალი ამბები »
 

"ნიკა გილაური: საქართველო რუსეთთან მოლაპარეკებებისთვის მზადაა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 11 ივნისი 2024
  • English Georgian