aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

 ''საქართველოს ბანკი'' მომხმარებელს sms-სესხს სთავაზობს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
 "საქართველოს ბანკი" მათ სახელფასო პროგრამაში ჩართულ კლიენტებს ბაზარზე ინოვაციურ მომსახურებას, sms-სესხს სთავაზობს . sms-სესხის პირობებზე დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ბანკის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა პრესკონფერენცია გამართა.


sms-სესხის მეშვეობით, მომხმარებელი შეძლებს სამომხმარებლო სესხის მიღებას ბანკში მიუსვლელად, ბანკომატის მეშვეობით. sms-სესხით სარგებლობისთვის მომხმარებელს არ დასჭირდება განაცხადის შევსება და სესხის თანხის გააქტიურებას პირდაპირ საკუთარ სახელფასო ბარათზე შეძლებს.


იმისთვის, რომ მომხმარებელმა ისარგებლოს sms-სესხით, მას უნდა მიუვიდეს "საქართველოს ბანკისგან" sms, რომელიც სპეციალურ კოდს შეიცავს. სესხით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია "საქართველოს ბანკის" ნებისმიერი ბანკომატიდან sms-ში მითითებული კოდის გამოყენებით ჩარიცხოს სესხის თანხა საკუთარ პლასტიკურ ბარათზე.

აღნიშნული ოპერაციების განსახორციელებლად, "საქართველოს ბანკის" ყველა ბანკომატს ახალი დეტალები დაემატა. sms-სესხის გააქტიურება ხდება შემდეგნაირად: მას შემდეგ, რაც მომხმარებელს მიუვა მოკლე ტექსტური შეტყობინება "საქართველოს ბანკიდან", რომ მის სახელზე დამტკიცებულია სამომხმარებლო სესხი, სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს 30 დღის განმავლობაში შეუძლია მიაკითხოს "საქართველოს ბანკის" ნებისმიერ ბანკომატს და ბანკომატის მენიუში აირჩიოს სესხის მიღება. ამის შემდეგ, ბანკომატის ეკრანზე გამოჩნდება სესხით სარგებლობის პირობები, მათ შორის სესხის ვადა და საპროცენტო განაკვეთი. მომხმარებელი ასევე შეძლებს აირჩიოს მისთვის სასურველი გადახდის თარიღი და სესხის თანხა დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში.

სესხის გააუქტიურებისთვის, მომხმარებელმა ბანკომატში უნდა შეიყვანოს sms-ით მიღებული სესხის აქტივაციის ექვსნიშნა კოდი. ბანკომატში ოპერაციის დასრულების შემდეგ კი, მომხმარებელს დამატებით გაეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება სესხის გააქტიურების, ყოველდღიური თარიღისა და ყოველთვიურად გადასახდელი თანხის მითითებით.

ამასთან სესხით სარგებლობა შეუძლია მომხმარებელს, რომელსაც ერიცხება ხელფასი "საქართველოს ბანკში" იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას აქვს მიმდინარე ვალდებულება და ხელფასი ყოფნის მიმდინარე და ახალი ვალდებულების მომსახურებისთვის.იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს sms-სესხი, აუცილებელია მისი აქტიური ტელეფონის ნომერი იყოს რეგისტრირებული "საქართველოს ბანკში".

წყარო - abg.org.ge

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_203.html
განათავსა - teo- | 10 ნოემ. 2010, 13:36 | ახალი ამბები »
 

"''საქართველოს ბანკი'' მომხმარებელს sms-სესხს სთავაზობს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 18 მაისი 2024
  • English Georgian