aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

 ირაკლი ალადაშვილს ეეჭვება, ისრაელმა საქართველოს „მერკავა-4“ მიჰყიდოს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
   სამხედრო ექსპერტ ირაკლი ალადაშვილს ეეჭვება, ისრაელმა საქართველოს „მერკავა-4“-ის ტიპის ულტრათანამედროვე ტანკები მიჰყიდოს. როგორც ალადაშვილმა „პირველს“ განუცხადა, „ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს რომელიმე ქვეყნისთვის „მერკავა-4“ მიეყიდა“.



   „ამ ტანკის შესყიდვის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომამდე აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი, თუმცა ომის შემდეგ ისრაელსა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა გასაგები მიზეზების გამო პრაქტიკულად შეწყდა. აქედან გამომდინარე, ძნელი დასაჯერებელია, ისრაელმა ახლა საქართვერლოს „მერკავა-4“ მიჰყიდოს, მით უფრო, რომ ებრაული მხარე ამ ტანკს საკუთარი სამხედრო ძალებისთვის აწარმოებს“, - განაცხადა ალადაშვილმა. 


    ექსპერტის განმარტებით, „მერკავა-4“ თავდასხმით ბრძოლებში გამოიყენება და მისი წონა 60 ტონას შეადგენს.
    „საქართველოს სამხედრო ძალებში 40 ტონიანი ტანკები ჰყავთ, ეს ტანკი კი მათზე 20 ტონით მძიმეა და გადაადგილების დროს მის სიმძიმეს ბევრი აქაური ხიდი ვერ გაუძლებს. გარდა ამისა, ზოგადადაც, ვფიქრობ, უფრო უპრიანი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებას თავდაცვით და არა თავდასხმით სისტემებზე ეზრუნა. აგვისტოს ომმა ნათლად გვიჩვენა, რომ ჩვენი თავდაცვითუნარიანობა გასაძლიერებელია“ – დასძინა ალადაშვილმა.


    როგორც რუსული სამხედრო ვებგვერდი „militaryparitet.com“ უცხოურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ულტრათანამედროვე ტანკ „მერკავა-4“-ის საქართველოსთვის მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. 


   „ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ამერიკის ადმინისტრაციასთან შეთანხმების საფუძველზე ტანკებს მეგობარ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოსაც მიჰყიდის. სპეციალისტების შეფასებით, „მერკავა-4“ თანამედროვეობის ერთ-ერთი უძლიერესი ტანკია, რომელსაც ისრაელის სამხედრო მრეწველობა დღემდე მხოლოდ ებრაული არმიისთვის აწარმოებდა“ – წერს „militaryparitet.com“.
წყარო - internet.ge

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_197.html
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 11:44 | ახალი ამბები »
 

"ირაკლი ალადაშვილს ეეჭვება, ისრაელმა საქართველოს „მერკავა-4“ მიჰყიდოს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 29 მაისი 2024
  • English Georgian