aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

 დავით დარჩიაშვილი რუსი ჯაშუშების ექსტრადაციას არ გამორიცხავს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
     საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი რუსი ჯაშუშების ექსტრადაციას არ გამორიცხავს.



    "ექსტრადაცია არ არის გამორიცხული. ყველაფერი საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით მოხდება", - განუცხადა დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის დღევანდელ განცხადებაზე კომენტირებისას. 


    ამასთან, დარჩიაშვილი ლავროვის უწყების იმ მოთხოვნასაც პასუხობს, რომელიც რუს ჯაშუშებთან საერთაშორისო დიპლომატების დაშვებას გულისხმობს და აცხადებს, რომ "რაც უფრო ხშირად გაახსენდება მოსკოვს საერთაშორისო სამართლის ნორმები მით უფრო უკეთესი იქნება ორივე ქვეყნისთვის". 


    "თავის განცხადების ერთ ნაწილში, რომელშიც ლავროვი პროვოკაციაზე საუბრობს, არაადექვატურია, მაგრამ მეორე ნაწილში მას საერთაშორისო სამართალი და დიპლომატიური არხები ახსენდება. ასე იყო 2006 წელსაც. რაც უფრო ხშირად გაახსენდება მას საერთაშორისო სამართლის ნორმები, მით უკეთესი იქნება რუსეთისთვისაც და საქართველოსთვისაც", - განმარტა დარჩიაშვილმა. 


    როგორც ცნობილია, რუსეთი ქართული მხარის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ საკუთარ მოქალაქეებთან დიპლომატების შეშვებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის სს მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა. მისი განმარტებით, დიპლომატების დახმარებით მოსკოვი აპირებს გადაამოწმოს დაკავებულები არიან თუ არა ნამდვილად რუსეთის მოქალაქეები. 


     შეგახსენებთ, რომ საქართველოს შსს-ს კონტრაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 4 წლიანი ოპერაციის შედეგად რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 13 პირი დააკავეს, რომელთა შორის 4 რუსეთის მოქალაქეა.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_195.html
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 11:43 | ახალი ამბები »
 

"დავით დარჩიაშვილი რუსი ჯაშუშების ექსტრადაციას არ გამორიცხავს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 28 მაისი 2024
  • English Georgian