aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 დიმიტრი როგოზინი: საქართველოს ''მაპი'' რომ არ მისცეს პუტინის დამსახურუბაა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
     ლისაბონში ნატო-რუსეთის სამიტზე "მეორე ბუქარესტი" არ იქნება, დღის წესრიგი პროგნოზირებადია და "არასასიამოვნო დეკლარაციების" რუსეთი არ უნდა ელოდოს. განცხადება ამის შესახებ ნატოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა გააკეთა. 

 


   "ამჯერად ნატოელებს თავისივე თავი რომ არ შეეყვანათ ჩიხში, ჩვენ იმთავითვე ვუთხარით ჩვენი სურვილის შესახებ - არავითარი სიურპრიზები. ჩვენ გვინდა პროგნოზირებადი დღის წესრიგი პროგნოზირებადი პარტნიორისგან. ჩვენ თითქმის დაგვარწმუნეს იმაში, რომ ნატოს სამიტზე არასასიამოვნო დეკლარაციებს ადგილი არ ექნება", _ აცხადებს როგოზინი. 


     მისივე თქმით, რუსეთს ლისაბონში არ სურდა "მეორე ბუქარესტის" ხილვა, - "მაშინ როდესაც 2008 წელს, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავისი რეპუტაცია დააყენა რისკის ქვეშ მიიღო რა გადაწყვეტილება რუსეთ-ნატოს სამიტზე გამგზავრების შესახებ. მასზე კი იყო გეგმაში საქართველოსა და უკრაინისათვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმების მინიჭების საკითხი", _ აცხადებს როგოზინი. 


     მისივე თქმით, ის რომ "არც საქართველოს და არც უკრაინას ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა არ მისცეს, მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იყო სწორედ იმაზე, რომ სამიტს რუსეთის ექს-პრეზიდენტი პირადად ესწრებოდა".
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_164.html
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 09:23 | ახალი ამბები »
 

"დიმიტრი როგოზინი: საქართველოს ''მაპი'' რომ არ მისცეს პუტინის დამსახურუბაა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 19 მაისი 2024
  • English Georgian