მაისის ბოლო რიცხვებიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი ჩარტერული ავიარეისიები შესრულდება. ამის შესახებ იტყობინება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია კონგოში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიებაში ჩაერთვება. როგორც 5 აპრილს ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე აერონავიგაციის ხელმძღვანელმა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი კარბელაშვილმა განაცხადა, 4 აპრილს შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც კატასტროფის ზუსტ მიზეზებს შეისწავლის. კარბელაშვილის განცხადებით, ბორტზე 33 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 4 წევრი. ყველა დაიღუპა.
ქუთაისში ახალი პარკი გაიხსნა. სკვერი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით მოეწყო. დღეს პარკი მინისტრმა რამაზ ნიკოლეიშვილმა და პარლამენტის ვიცე სპიკერმა მიხაილ მაჭავარიანმა გახსნა.
თბილისში 195 შუქნიშნიდან 175 ახალ რეჟიმში მუშაობს. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის აკაკი ჯოხაძის განცხადებით, ახალი რეჟიმი ითვალისწინებს, რომ შუქნიშანზე წითელი შუქის შემდეგ მაშინვე ირთვება მწვანე შუქი.
ბათუმის პორტში აღმოჩენილი რადიოაქტიური ნივთიერება ამოღებული და იზოლირებული იქნა. ამის შესახებ იტყობინება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
სამხრეთ კორეის საჰაერო სივცეში გამოავლინეს რადიოაქტიური ნივთიერებების იოდისა და ცეზიუმი, რომლებიც ატმოსფეროში აღმოჩნდნენ იაპონიის ატომური ელექტროსადგურის ,,ფუკუსიმა-1" მომხდარი ავარიის შედეგად. ამის შესახებ განაცხადეს კორეის ატომური უსაფრთხოების ინსტიტუტის ექსპერტებმა.
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა კვლავ შეებრძოლება სახელმწიფო მეთაურის თანამდებობისათვის. წინასაარჩევნო რბოლაში თეთრი სახლის ამჟამინდელი პატრონის შესვლის შესახებ შეტყობინებულია მის ოფიციალურ საიტზე, იუწყება “GHN“.
წინასწარი შედეგის თანახმად, ჰაიტიზე საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული მიშელ მარტელი გახდა. ამის შესახებ იტყობინება Agence France-Presseსაამომრჩევლო კომისიის წარმომადგენელზე მინიშნებით.
კორპორაცია Toyota შესაძლოა ვერ შეძლებს იაპონიაში 500 000 ავტომანქანის გამოშვებას მაკომპლექტირებელი ნაწილების უკმარისობისა და ენერგეტიკური კრიზისის გამო, რომელიც კატასტროფული მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ გაჩნდა.