| ბრიტნი სპირსმა შესაძლოა მადონას მიღწევა გაიმეოროს | | მსოფლიოს ამბები |
ბრიტნი სპირსის მეშვიდე ალბომმა „Femme Fatale“ Billboard-ის ჰიტ-პარადში პირველი ადგილი დაიკავა. გაყიდვების პირველი კვირის შედეგებით ალბომი აშშ-ში 276 ათასი ეგზემპლარის ტირაჟით გაიყიდა. მომღერლისთვის ეს ამერიკულ ჩარტში უკვე მეექვსე გამარჯვებაა. მისმა მხოლოდ 2007 წლის ალბომმა „Blackout“ ვერ მიაღწია Billboard-ის ჰიტ-პარადის პირველ სტრიქონს და მეორეზე შეჩერდა.
|
განათავსა - Drakula | 08 აპრ. 2011, 08:19 | კომენტარები | შოუ-ბიზნესი | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| საქართველო ვერ აგზავნის ჰუმანიტარულ ტვირთს იაპონიაში | | საქართველოს ამბები |
საქართველო ვერ ახერხებს იაპონიაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნას. როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი ჩადუნელმა განაცხადა, ტვირთის გაგზავნა იმის გამო ჭიანურდება, რომ იაპონიაში თვითმფრინავებს ვერ იღებენ. მისი თქმით, ქართული მხარე მუდმივ მზადყოფნაშია და, როგორც კი იაპონიისაგან თანხმობას მიიღებს, ამომავალი მზის ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების სახით სასმელი წყალი გაიგზავნება.
|
განათავსა - Drakula | 07 აპრ. 2011, 13:39 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|