ოფიციალური თბილისი კონფლიქტების დარეგულირებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ახალი გეგმის შემუშავებას ელოდება. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იტყობინებიან, „ამ გეგმაში ქართული მხარის პოზიციები იქნება გათვალისწინებული“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არა მხოლოდ კრიტიკას შეიცავს, არამედ საქართველოში მიღწეულ მთელ რიგ პროგრესსაც აღწერს. ამის შესახებ 11 აპრილს, ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
აჭარა მთელი მსოფლიოდან ტურისტების მისაღებად ჯერ არაა მზად. ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტში აღიარებენ, რომ არსებული ინფრასტრუქტურა და მომსახურების დონე არასაკმარისია ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკიდან ტურისტების მოსაზიდად. შესაბამისად, მოცემულ ქვეყნებში აქტიური მარკეტინგული კამპანია არ ხორციელდება.

მექსიკაში გაიხსნა უჩვეულო კურსები სახელწოდებით „ჰაკერი ეთიკური სერტიფიცირებული, ვერსია 7“.
როგორც სახელიდან ჩანს, ეს უკვე მეშვიდე ვარიანტია მსგავსი პროგრამისა, რომელიც მიმართულია იმაზე, რომ ასწავლოს მომხმარებლებს კომპიუტერული სისტემების გატეხა „წესიერი“ გზით.
აპრილის დასაწყისში აპენინებზე ანომალიური სიცხე დაფიქსირდა, რომელმაც 40 წლის წინ დამყარებული ტემპერატურის რეკორდი მოხსნა: გასულ შაბათს იტალიის ჩრდილოეთში თერმომეტრმა აჩვენა 31 გრადუსი ცელსიუმით, იტყობინება იტალიური მედია.
მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია,რომ ქვეყანაში ახალი ტიპის პოლიტიკოსები გამოჩნდნენ, რომლებიც ხალხისთვის საინტერესო თემებზე საუბრობენ და ხელისუფელბას საკმაოდ მკაცრად აკრიტიკებენ.