თბილისში საქართველოსა და თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ოთხშაბათს, 30 მარტს, საქართველოს შსს-ს პრეს-ცენტრში განაცხადეს.
ლეიბორისტთა განცხადებით, ბათუმის ბულვარზე სასტუმრო „რედისონის“ წინ ახალი 35 სართულიანი სასტუმრო შენდება, რომელსაც შეუძლია ბულვარის ამ ნაწილში ნერგები დააზიანოს.
საქართველოს საგარეო საქმთა სამინისტრო სტამბულში არსებული საქართველოს საკონსულოსაგან მძიმე ბარლდებით დაკავებული ორი ქალის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მიიღო.
ბოლო 5-7 წლის განმავლობაში საქართველოში უკიდურესი სიღარიბის დონე ოთხჯერ შემცირდა. ამის შესახებ პარლამენტში შედეგობრივ დებატებზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ოპოზიციის გამოსვლაში ალტერნატიული გეგმა ვერ დაინახა.
როგორც გილაურმა დღევანდელ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დროს განაცხადა, ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან და რეცესიიდან უკვე გამოვიდა.
პროექტ „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ მესამე ეტაპს უახლოეს დღეენში გამოაცხადებენ. წინასწარი ინფორმაციით, რომელიც თბილისის მერიაშიც დაადასტურეს, მესამე ეტაპის პრეზენტაცია მომავალ კვირაში შედგება.
ლტოლვილთა და გასახლების მინისტრი კობა სუბელიანი მოსახლეობას დაპირდა, რომ ლტოლვილთა მდომარეობას წელიწადნახევარში გააუმჯობესებს. ამის შესახებ, მან დღეს ჟურნალისტებს პარლამენტში მთავრობის დებატების დაწყებამდე განუცხადა.