სარფის ცენტრში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე მთავრობა 1 604 400 ლარს დახარჯავს. მოცემული თანხის გამოყოფა იმ პროექტების ფონდიდან იგეგმება, რომლებიც რეგიონებში უნდა განხორციელდეს.
ებრაელმა ფერმერებმა შირაქში ათასი ჰექტარი მიწა შეიძინეს. ამ ინფორმაციას ბიზნესმენთა კონსულტანტმა გია აბულაშვილმაც დაადასტურა. ადგილობრივი მოსახლეობა ამით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ სახელმწიფოს ნება რომ იყოს, ქართველებზე უკეთ ამ მიწებს ვერავინ აითვისებდა.
ედუარდ შევარდნაძეს სჯერა, რომ ოპოზიცია მომწიფდება, სერიოზულ ძალად გადაიქცევა და დაივიწყებს იმ წვრილმან კონფლიქტებს, რომლებიც მის შიგნით წარმოიშვა. ამის შესახებ ექს-პრეზიდენტმა გაზეთ „კვირის პალიტრას“ განუცხადა.
კონტრაბანდისტებმა ნიკო ფიროსმანის ნახატის "კახური ღვინოს" საქართველოდან არალეგალურად გატანა ცადეს. საქართველოს მთვარი პროკურატურის განცხადებით, მათ ნახატის რუსეთში აზერბაიზანის გავლით გადატანა და ნახატის რუსი კომელქციონერისათვის 500 ათას დოლარათ მიყიდვა სურდათ .
მსოფლიოში ცნობილი მომღერალი სტინგი საქართველოს ესტუმრება. როგორც ცნობილი გახდა, ლეგენდარული მომღერალი თბილისში მიმდინარე წლის ივლისში ჩამოვა. ის ბათუმში კრის ბოტისთან ერთად გამოვა.
საქართველო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტ უნარიანობის ინდექსით ლიდერობს. ამის შესახებ 2011 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის მოხსენებაშია ნათქვამი.
აშშ-ს შეიარაღებული ძალები ლიბიის სამხედრო ოპერაციებში თავის უშუალო მონაწილეობას წყვეტს. მან მისიის დასრულება ბრიტანეთს, საფრანგეთს და ნატოს სხვა მოკავშირეებს გადააბარა, იუწყება Associated Press პენტანგონის წარმომადგენლის წყაროზე დაყრდნობით.
ავარიული ატომური სადგურის ფუკუსიმა 1-ის რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვა შესაძლოა კიდევ რამოდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს. ამის შესახებ დღეს პრესს-კონფერენეციაზე იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა იუკიო ედანომ განაცხადა.
დასავლეთ საქართველოში ძლიერმა ქარმა რეგიონს გარკვეული ზიანი მიაყენა. როგორც კავკას-პრესი იუწყება, განსაკუთრებით ფოთი დაზიანდა, სადაც 15 სართულიანი ბინა და 10 კერძო სახლი ფაქტიურად სახურავის გარეშე დარჩა, ხოლო მაღალსართულიან ბინებს ფანჯრების მინები დაემსხვრა.