საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის თემასთან დაკავშირებით პირველად გააკეთა კომენტარი. პრეზიდენტის კომენტარს «The Economist» აქვეყნებს, იუწყება «GHN».
როგორც „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ელიზბარ ჯაველიძემ გაზეთ „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, „ბიზნესმენ და პოლიტიკოს ბიძინა ივანიშვილის გარშემო არც თუ ისე განათლებული და ერის მოყვარული ხალხი შეიკრიბა“.
აშშ-ში მექსიკიდან ნარკოტიკების მომწოდებელი მსხვილ არხს მიაგნეს, რომლის შედეგადაც 32 ტონა მარიხუანა იქნა აღმოჩენილი. ამის შესახებ ნარკოტიკებთან ბრძოლის ამერიკული სამმართველოს ვებ-გვერდზეა ინფორმაცია განთავსებული.
სასამართლომ, არიზონას ციხეში მყოფ 47 წლის მარკ გუდოს, რომელიც 9 ადამიანის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.ამის შესახებ Associated Press იუწყება. გარდა მკვლელობისა, გუდი 58 დანაშაულებრივი ქმედების გამო ცვნეს დამნაშავედ, მათ შორის ადამიანთა გატაცებისა და გაუპატიურების გამო.
გაეროს ადამინთა უფლებების უმაღლესმა კომისარმა ნავი პილაიმ განაცხადა, რომ მარტიდან მოყოლებულმა დაპირისპირებამ სამოქალაქო ომის სახე მიიღო, ამის შესახებ იუწყება როიტერი.
" საერთაშორისო გამჭირვალობამ" 2011 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის რეზულტატები გამოაქვეყნა. როგორც ამ ორგანიზაციის ქართული ფილიალი აცხადებს, 182 ქვეყანას შორის, საქართველომ 64-ე ადგილი დაიკავა და მაქსიმალური 10 ქულიდან 4,1 ბალი მიიღო.
სტურქტურების შესაბამისი ხაზების მიხედვით მიმდინარეობს იმის დადგენა, თუ ვის ეკუთვნის ძველი ალბანური კულტურული ცენტრის ნაშთები, რომელიც აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარზე მდებარეობს, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებრივ–პოლიტიკური განყოფილების უფროსმა ალი გასანოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამის თაობაზე «GHN» წერს.
მამუკა ღლონტმა კეთილსინდისიერება უნდა გამოიჩინოს და ტელეკომპანია "მაესტროს" შენობა უნდა დატოვოს, «GHN–სთან» საუბრისას განაცხადა კომპანიის მმართველმა დირექტორმა ეროსი კინწმარიშვილმა.