შაბათს, 3 დეკემბერს, ოპოზიციონერებსა და პრეზიდენტ ბაშარ ასადის ერთგულ სამხედროებს შორის განხორციელებული შეტაკების შედეგად, დაახლოებით 23 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ "ალ-არაბია" იუწყება.
საფრანგეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ირანში, საფრანგეთის საელჩოს შტატი შეამციროს. ამის შესახებ, 3 დეკემბერს Agence France-Presse იუწყება. სააგენტოს წყაროს ინფორმაციის თანახმად, ასეთი ზომები იმასთან დაკავშორებით მიიღეს, რომ ირანელმა ახალგაზრდობამ თეგერანში, დიდი ბრიტანეთის საელჩო დაარბია.
ოპოზიციური ლიდერის ალა ჯიოევას მომხრეებმა, რომლებიც ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ არჩევნებში მის გამარჯვებას აღიარებენ, გადაწყვიტეს 10 დეკემბერს, ჯიოევას ინაგურაცია ჩაატარონ და დაახლოებით 17 ათასი ადამიანი შეკრიბონ.
ეგვიპტის საყოველთაო ხმის მიცემის პირველ ეტაპზე, ქვეყნის ისტორიაში, დასწრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამის შესახებ, პარასკევს, 2 დეკემბერს, როიტერი, ეგვიპტის ცეესკოს ხელმძღვანელის აბდელია იბრაგიმის წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ირანის დიპლომატიური მისიის ყველა თანამშრომელმა ლონდონი, 2 დეკემბერს, პარასკევს, დატოვეს. ამის შესახებ, როიტერი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
აშშ–ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჯონს ბასმა, პარასკევს, განაცხადა, რომ აშშ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ "საპრეზიდენტო" არჩევნებს არ აღიარებს.
საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის მთავრობისა და პირადადი პრეზიდენტის თხოვნით ებრაელი ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი შეიწყალა, იუწყება “GHN“. „დღეს, 2011 დეკემბერის 2 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის მთავრობისა და პირადად პრეზიდენტის თხოვნით, ასევე ჰუმანური მოსაზრებებით, დაკავებულთა ასაკისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მათი შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო“, - თქვა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.
საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას მიაჩნია, რომ როგორც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები ცხინვალის რეგიონში, ისინი მაინც არ არის ლეგიტიმური, იტყობინება “GHN“. მისი თქმით, საქართველოს პოზიცია ყველასათვის არის ცნობილი და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ცნობილია ის, რომ ცხინვალში ნებისმიერი არჩევნები ლეგიტიმური არ იქნება იმ პრობებში, როდესაც მანდ ადგილი ჰქონდა ეთნიკურ წმენდას და მოსახლეობა ძალით გაჰყავდათ თავისი სახლებიდან, ახლა კი ადგილი აქვს რუსულ ოკუპაციას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ხელი მოეწერა საკრედიტო შეთანხმებას დამატებითი კრედიტების გამოყოფის შესახებ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით. დოკუმენტს, რომელიც საქართველოსთვის დამატებით 4 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს, ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და გერმანული რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) გარემოს დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელმა არნე გოსმა.
სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა სერჟ სარგსიანმა და მიხეილ სააკაშვილმა მონაწილეობა მიიღეს ხუთშაბათს, 1 დეკემბერს, თბილისში დაწყებულ სომხურ-ქართულ ბიზნეს-ფორუმში. ქართული სახელმწიფოს მეთაურმა თავის საუბარში არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მიმართა, არამედ თავისი სომეხი კოლეგის პოლიტიკაზეც ისაუბრა.