| კლიმატოლოგებმა ადამიანი დედამიწაზე დათბობაში დაადანაშაულეს | | მსოფლიოს ამბები |
შვეიცარელმა კლიმატოლოგებმა დაადგინეს, რომ ადამიანი პლანეტაზე საშუალო ტემპერატურის მიმდინარე გაზრდის, სულ ცოტა, სამ მეოთხედზე მაინც არის პასუხისმგებელი. მეცნიერთა სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Geoscience-ში, ხოლო მისი მოკლე მიმოხილვა მოყვანილია Nature News-ში. გამოკვლევის ფარგლებში მეცნიერებმა მანამდელი სამუშაოებისაგან პრინციპულად განსხვავებული მიდგომა გამოიყენეს. მეთოდის საფუძვლად მეცნიერებმა ენერგიის შენარჩუნების კანონი ჩადეს. სხვადასხვა პარამეტრების მქონე საშუალო სირთულის კლიმატურ მოდელებზე დიდი რაოდენობის (რამდენიმე ათასი) ტესტის საშუალებით მათ დაადგინეს კავშირი ანტროპოგენულ დათბობასა და პლანეტის ენერგეტიკულ ბალანსში ცვლილებებს შორის.
|
განათავსა - Drakula | 06 დეკ. 2011, 19:40 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|