| შემოსავლების სამსახური მცირე მეწარმეებს დაბეგვრის ალტერნატიულ ფორმას სთავაზობს | | ბიზნესი და ეკონომიკა |
შემოსავლების სამსახური მცირე მეწარმეებს დაბეგვრის ალტერნატიულ ფორმას სთავაზობს. როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ დღეს, 7 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამოქმედდება დაბეგვრის ორი მოდელი. პირველით ის მეწარმეები ისარგებლებენ, რომლებიც არა იურიდიული, არამედ ფიზიკური პირების მომსახურებით არიან დაკავებულები. მათ იურიდიული პირებისთვის ჩეკების გამოწერა არ მოუწევთ. გადახდის ამ ფორმის არჩევის შემთხვევაში მათთვის საკასო აპარატის არსებობა სავალდებულო არ იქნება, ისინი დაიბეგრებიან ფიქსირებული გადასახადით თვეში ან კვარტალში. ამ მოდელის გამოყენებას შეძლებენ პატარა სადალაქოები, საცხობები და ა. შ.
|
განათავსა - Drakula | 07 დეკ. 2011, 19:25 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| Facebook დიდ კაზინოდ გადაიქცევა | | მსოფლიოს ამბები |
სოციალურ ქსელ Facebook-მა, რომელსაც 800 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, შესაძლოა დიდ ბრიტანეთში ონლაინ-კაზინოსთვის ვირტუალური მოედნების შემოთავაზება დაიწყოს. ამჟამად წამყვანი სოციალური ქსელი მოლაპარაკებებს აწარმოებს ექსპერტებთან, კონსულტანტებთან და შემმუშავებლებთან სათამაშო ბიზნესის დარგში. ამის შესახებ წერს ბრიტანული გაზეთი The Daily Mail აზარტული თამაშების გამოცემა eGaming Review-ში ინფორმირებულ წყაროებზე მინიშნებით.
|
განათავსა - Drakula | 06 დეკ. 2011, 19:43 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|