დღეს, ბარმალში ( პაკტიკას პროვინციაში, აღმოსავლეთ ავღანეთში) ტერაქტი მოხდა. თვითმკვლელი მებრძოლი, რომელიც დანაღმულ ავტომობილს მართვადა, მშენებარე ფირმის შენობას შეეჯახა და აფეთქდა.
2011 წლის ზაფხულში იაპონური ავტომწარმოებლები 11 მარტს მომხდარი მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი ენერგორესურსების დეფიციტის გამო ელექტროენერგიის ეკონომიისათვის რიგი ზომების მიღებას აპირებენ.
ბულგარეთი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბულგარეთის სახალხო კრების წარმომადგენელთან ცეცკი ცაჩევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
30-31 მარტს შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრის კარ ბილდტი სამუშაო ვიზიტით საქართველოს ესტუმრება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბულგარეთის გამოცდილება, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინათ გაერთიანდა ნატოსა და ევროკავშირში, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ ბულგარეთის სახალხო კრების წარმომადგენელთან ცეცკოი ცაჩევასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პარტია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია, ბრიუსელში უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაოდგილეს ფილიპ გორდონს შეხვდა. შეხვედრის თემა საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად ხელსაყრელი გარემოს შექმნა გახლდათ.
ლიბიელმა მეამბოხეებმა განაცხადეს მუამარ კადაფის მშობლიური ქალაქ სირტის აღების შესახებ ორშაბათს დილით, 28 მარტს. ამის შესახებ იტყობინება Reuters ლიბიური რეჟიმის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენელზე მინიშნებით.