„საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“, დარწმუნებულია პარლამენტის დეპუტატი, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი გიორგი ცაგარეიშვილი, იტყობინება “GHN“.
აჭარაში ტურისტული სეზონისათვის მზადება დაიწყეს. წელს ზღვისპირა კურორტზე 35 ათას ტურისტს ისრაელიდან ელიან. უკვე გადაწყვეტილია, რომ ბათუმი - თელ-ავივის პირდაპირი ავიარეისი დაინიშნება.
გენდერული თანასწორობის პრობლემები საქართველოს პარლამეტის სპიკერმა რუსლან კერვალიშვილმა საერთაშორისო ექსპერტთან ბლანკო ხანჩილოვთან განიხილა. როგორც კავკას-პრესს პარლამენტმა შეატყობინა, შეხვედრა მიეძღვნა გენდერული თანასწორობის პრობლემების გადაწყვეტას პროექტ "ათასწლეულის გამოძახილის" ფარგლებში.
აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებმა პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს მურმან დუმბაძეს თანადგომა გამოუცხადეს და პარტია დატოვეს.
გუშინ სარფის საბაჟოზე ფინანსთა სამინისტროს საგამომძიებლო სამსახურის თანამშრომლებმა კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს, რომლებსაც საზღვარზე ემიგრანტები არალეგალურად გადმოჰყავდა.
რობერტ დე ნირო მონაწილეობას მიიღებს ფილმში „ფრილანსერები“ (Freelancers), რომლის პროდიუსერიცაა რეპერი 50 Cent (კერტის ჯექსონი). ამის შესახებ ნათქვამია NOLA-ს საიტზე.