aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

ვეძებოთ: ყველა რუბრიკაში
ყველა რუბრიკაში
       ქართული(Georgian)

     

რას ვეძებთ:     

ძებნის შედეგები

ყველა სტატია



 IPM: გამოკითხულთა 41% ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის სურვილს დადებითად აფასებს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
გამოკითხულთა 41% ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის სურვილს დადებითად აფასებს. გამოკვლევა კომპანია IPM-მა ჩაატარა. შედეგები ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განთავსდა. მიმდინარე თვეში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, ივანიშვილის მიერ პოლიტიკაში მოსვლის სურვილს ნეიტრალურად 26 პროცენტი, ხოლო ნეგატიურად - 16 პროცენტი აფასებს. დანარჩენებს ცალსახა პასუხის გაცემა გაურთულდათ. რესპონდენტთა 43 პროცენტს მიაჩნია, რომ ივანიშვილი თავის მიზნებს მიაღწევს, 20 პროცენტის აზრით კი, ბიზნესმენი დეკლარირებული მიზნების მიღწევას ვერ შეძლებს, დანარჩენები მომავლის შეფასებისაგან თავს იკავებენ და მიაჩნიათ, რომ მომავლის პროგნოზირება არ შეუძლიათ. ამასთან ერთად, გამოკითხულთა 30 პროცენტს მიაჩნია, რომ პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლა ქვეყანაში პოლიტიკურ სიტუაციას ფუნდამენტურად შეცვლის, 23 პროცენტის აზრით სიტუაცია მეტ-ნაკლებად შეიცვლება, ხოლო 17 პროცენტი რაიმე ცვლილელებს არ მოელის მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ივანიშვილს ცვლილებების სურვილი გაუჩნდა. დაახლოებით 30 პროცენტი პროგნოზებისაგან თავს იკავებს.
განათავსა - Drakula | 29 ნოემ. 2011, 19:13 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ნინო კალანდაძე: ღონისძიება სამხრეთ ოსეთში არანაირად არ არის არჩევნები საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ის, რაც სამხრეთ ოსეთში ხდება, არ შეიძლება განიხილებოდეს არჩევნების სახით, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსის მოადგილემ ნინო კალანდაძემ, იუწყება “GHN“. მისი თქმით, ეს არის ღონისძიება, რომელიც დაიგეგმა კრემლში, რომელსაც ოფიციალური მოსკოვი ხელმძღვანელობს, რომელიც ყველა შედეგებზეა პასუხისმგებელი.
განათავსა - Drakula | 29 ნოემ. 2011, 19:11 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 Sunday Telegraph ბიძინა ივანიშვილის იდუმალი სასახლის შესახებ, რომლის ღირებულებაც 30 მილიონი საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ბიძინა ივანიშვილის ფოლადისა და შუშის სასახლე, რომელიც თბილისში მდებარეობს, მის მფლობელს 30 მილიონი ფუნტი დაუჯდა და იგი იაპონელმა არქიტექტორმა შინ ტაკამაცუმ ააშენა, იტყობინება “GHN“. გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილმა Sunday Telegraph-ისა და სხვა უცხოური გამოცემების ჟურნალისტები თავის სასახლეში დაპატიჟა და გააცნო მათ სახლი, რომელშიც ცხოვრობს, ოჯახი და ის საკითხები, რომელთა გამოც იძულებული იყო, პოლიტიკაში მოსულიყო.
განათავსა - Drakula | 29 ნოემ. 2011, 19:11 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ირანის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ირანმა ისრაელს 150 ათასი რაკეტა დაუმიზნა და თურქეთს დაემუქრა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ირანის თავდაცვის მინისტრმა, ბრიგადის გენერალმა აჰმად ვახიდიმ განაცხადა, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ ისრაელს დაახლოებით 1500 ათასი რაკეტა დაუმიზნა, იუწყება “GHN“.
განათავსა - Drakula | 29 ნოემ. 2011, 19:09 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 სსფ მზადაა იტალია კრედიტების საშუალებით გადაარჩინოს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
სსფ-მ იტალიისთვის სასწრაფო კრედიტი მოამზადა, რომლის სიდიდემაც შესაძლოა 400-დან 600 მლრდ-მდე ევრო, ხოლო მის მიხედვით საპროცენტო განაკვეთმა - 4-დან 5-მდე პროცენტი შეადგინოს. ამის შესახებ განაცხადა იტალიურმა ტელეარხმა „რაი-ნიუზ-24“-მა. ინფორმაცია ტრანშის შესაძლო გამოყოფის შესახებ გახდა მსოფლიო ფინანსური ისტიტუტების მხრიდან იტალიის ახალი მთავრობის მიმართ, რომელსაც პროფესორი მარიო მონტი უდგას სათავეში, გარკვეული ნდობის პირველი კონკრეტული ნიშანი.
განათავსა - Drakula | 29 ნოემ. 2011, 19:07 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ილია II: დიდი საქმეები სიმშვიდეში კეთდება საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
სიმშვიდე ადამიანის სრულყოფას უწყობს ხელს, - განაცხადა გუშინ, 27 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს.
განათავსა - Drakula | 29 ნოემ. 2011, 19:05 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 რუსეთის სსს: საქართველომ გაფრთხილების გარეშე საზღვარი დახურა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
12 ნოემბრიდან ქართულმა ხელისუფლებებმა ოფიციალური შეტყობინების გარეშე შეზღუდვები შემოიღეს იმ ავტოტრანსპორტის გაშვებაზე, რომელიც ერთობლივ საზღვარზე განლაგებულ გამშვებ პუნქტ ზემო ლარსი-ყაზბეგით რუსეთიდან საქართველოში მიემართებოდა, აცხადებენ რუსეთს სსს-ში, იტყობინება “GHN“. „შედეგად საზღვრის რუსული მხრიდან თავი მოიყარა ათობით სატვირთო მანქანამ და სხვა სატრანსპორტო საშუალებამ. მძღოლები და მგზავრები უკიდურესად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ზამთრის პერიოდში ისინი იძულებულები არიან, არსობრივად, საველე პირობებში იცხოვრონ. იგრძნობა სურსათისა და წყლის უკმარისობა, გართულებულია წვდომა კავშირგაბმულობის საშუალებებთან. ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ადგილობრივი ხელისუფლებები ადამიანებისათვის დახმარების გაწევის შესაძლო ზომებს მიმართავენ“, - ნათქვამია რუსეთის სსს-ს განცხადებაში.
განათავსა - Drakula | 29 ნოემ. 2011, 19:05 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 მაროკოში არჩევნებში ისლამისტებმა გაიმარჯვეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ისლამურმა პარტიამ სამართლიანობამ და განვითარებამ მაროკოს საპარლემენტო არჩევნებში თავისი გამარჯვების შესახებ განცხადება გააკეთა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" იუწყება.   Agence France-Presse –ის ინფორმაციის თანახმად, ისლამისტების გამარჯვება სამეფოს მოქმედმა მთავრობამაც აღიარა.
განათავსა - consul | 26 ნოემ. 2011, 19:31 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის ბრალდებაზე პასუხის გაცემას შეეცადა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
საპარლამენტო უმრავლესობა  შეეცადა ოპოზიციის ბრალდებაზე პასუხი გაეცა, რომელიც "ელიტარულ კორუფციასა და ნეპოტიზმს" ეხებოდა. კერძოდ, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ პრემიერ-მინისტრს შეახსენა, რომ მისი ძმა საქართველოს ბანკს ხელმძღვანელობს და ამ ბანკს რეკლამას  თავად პრეზიდენტი უკეთებს. ასევე, მან კოლეგებს შეახსენა, რომ ნავთობპროდუქტები მხოლოდ ორ კომპანიას შეამოაქვს და მათ უკან მაღალი თანამდებობის მქონე ჩინოვნიკები დგანან.
განათავსა - consul | 26 ნოემ. 2011, 19:30 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ჩახვაძე: სანამ საქართველო არ შეცვლის შრომის ქოდექსს, ევროკავშირის კარი მისთვის დახურულიიქნება საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
სანამ საქართველო არ შეცვლის შრომის ქოდექსს, ევროკავშირის კარი მისთვის დახურული იქნება. ამის შესახებ პოლიტიკურ დებატებზე გუშინ, 25 ნოემბერს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ განაცხადა.
განათავსა - Drakula | 26 ნოემ. 2011, 19:29 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
« წინა  1 ...20 21 22 23 24 25 26 27 28 ...422  შემდეგი »
მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 09 ივნისი 2024
  • English Georgian