საქართველოსა და ნატოს ურთიერთობა ღრმა და შინაარსიანია. ამის შესახებ ალიანსის გენერალუმა მდივანმა ადრეს ფოგ რასმუსენმა ბერლინში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის გახსნაზე განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა არ აპირებს ნავთობის სტრატეგიული მარაგების გამოყენებას, რათა ქვეყანაში ბენზინის ფასების ზრდა შეაჩეროს. ამის შესახებ მან ხუთშაბათს ამერიკული ტელეკომპანია ეი-ბი-სისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
წელს, საქართველო აშშ-ს ხელისუფლებისგან 87 მილიონ დოლარს მიიღებს. საერთაშორისო ფინანსური დახმარების საკითხი აშშ-ს კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტმა განიხილა.
Facebook-ის მომხმარებლებმა უმსხვილესი სოციალური ქსელის ჩანაწერში, რომელიც ნახშირის გამოყენებაზე უარის თქმის მოწოდებაა, 80 ათასზე მეტი კომენტარი დატოვეს.
2010 წელს აშშ-ის ინტერნეტ-რეკლამის ბაზარი 15 პროცენტით 26 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც ინტერნეტის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. ამას მოწმობს აუდიტორული კომპანია PricewaterhouseCoopers (PWC)-ის გამოკვლევის მონაცემები, რომლებიც Associated Press-ს მოჰყავს.
დღეს, 15 აპრილს, შედგება გახსნის ცერემონია პროექტისა „ნარჩენების მართვის გაუმჯობესება მარნეულის რაიონში“, რომელსაც იაპონიის მთავრობა „გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების“ ფარგლებში აფინანსებს.
თბილისში მე-13 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა EXPO-2011 გაიხსნა. საგამოფენო სტენდებზე 180 ტურისტული კომპანია და დასასვენებელი კომპლექსია წარმოდგენილი.
სავარუდოდ, საქართველოს პარლამენტის შენობას პრივატიზაციისთვის ამზადებენ. როგორც "ინტერნიუსისთვის" გახდა ცნობილი, პარლამენტის შენობა არაბმა და ბერძენმა ინვესტორებმა უკვე მოინახულეს.