ამერიკულმა სასამართლომ უარყო Apple Inc-ის სარჩელი, რომელიც აშშ-ში სამხრეთკორეული Samsung Electronics Co.-ის მობილური მოწყობილობების - Galaxy სერიის სმარტფონებისა და პლანშეტური კომპიუტერების გაყიდვების აკრძალვას მოითხოვდა, იტყობინება სააგენტო Bloomberg. Apple ადანაშაულებს Samsung-ს თავისი პატენტების დარღვევაში და კომპანიასთან სასამართლო გარჩევებს მსოფლიოს ათ ქვეყანაში აწარმოებს.
ბიძინა ივანიშვილის სახით საქართველოში ახალი ძალა მოვა, რომელიც ქვეყანაში სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის, მიაჩნია რესპონდენტთა 52.8%-ს, რომლებიც „პოლიტიკური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ გამოკითხა, იტყობინება “GHN“.
რუსეთში არსებული სისტემა- ეს დემოკრატია კი არა ხელისუფლების ნამდვილი უზურპაცია და ავტორიტარიზმია, მიაჩნია რუსეთის სახალხო დამცველს კონსტანტინ ბარავოის. ამის შესახებ «GHN» წერს.
ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს მიხეილ სააკაშვილს ებრაელი ბიზნესმენების რონი ფუსკას და ზეევა ფრენკელის შეწყალების გამო მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ებრაული გამოცემა The Yerusalem Post იუწყება. გაზეთის ინფორმაციის მიხედვით, ქვეყნის მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
5 წლიანი უმოქმედობის შემდეგ, თბილისის ცირკი ფუნქციონირებას დაიწყებს. როგორც გარდაცვილილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის დამ მზია თორთლაძემ განაცხადა, ცირკში სარემონტო სამუშაოები პრაქტიკულად დასრულდა.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინააღმდეგია. შევარდნაძემ თბილისის გაზეთ "ასავალ-დასავალისათვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა მიიღოს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი წერეთელი მიიჩნევს, რომ რუსეთის არჩევნები დემოკრატიისგან ძალიან შორსაა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნების შედეგები არჩევნებამდეა ცნობილი და ყველა მოვალეობა უკვე გადანაწილეობულია.