გამოკითხვის თანახმად, რომელიც ეროვნულმა-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ჩაატარა(აშშ) საქართველოს მოქალაქეების 60%-ს მიაჩნია, რომ ხელისუფლება მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს ქვეყანაში. ასეთი შეხედულება გამოთქვა გამოკითხულთა 15%-მა, ხოლო 19 პროცენტი კი ამ აზრს არ იზიარებს.
ბარაკ ობამამ აშშ-ის დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დები ვასერმან-შულცის კანდიდატურა წამოაყენა. ამის შესახებ Associated Pressიტყობინება.
იტალიაში სტარტი მიეცა ლიზა დელ ჯოკონდოს დაკრძალვის ადგილის ძებნის პროექტს. ჯოკონდა არის ქალი, რომელიც, როგორც ტრადიციულად მიჩნეულია, ლეონარდო და ვინჩის ყველაზე ცნობილ ნახატზეა გამოსახული. ამის შესახებ ოფიციალურად გამოცხადდა 5 აპრილს ფლორენციაში, იუწყება ASCA.