aspurcela.ge logo

English Georgian
ტოპ შემოთავაზებები
კონტაქტი
კომფორტული ავეჯი

მისამართი:
ქუთაისი. ფიროსმანის, 17


თბილისი



საკონტაქტო ინფორმაცია
პუბლიკაცია სრულად: სამზარეულო ავეჯი

სამზარეულო ავეჯი

თანამედროვე სამზარეულო ავეჯი მეტად მრავალფეროვანია მასალებისა და დიზაინის მიხედვით, და სრულად აკმაყოფილებს თუნდაც ყველაზე დახვეწილი გემოვნების მქონე მყიდველის მოთხოვნებს. მოკლედ განვიხილოთ ყველაზე ხშირად გავრცელებული მასალებისგან დამზადებული სამზარეულო ავეჯი და მათი მთავარი მახასიათებლები.


დღემდე პოპულარობით ლიდერობს ხის სამზარეულო ავეჯი, რა თქმა უნდა შეძლებულ მყიდველთა შორის – იგი ყველაზე ძვირი მასალაა ავეჯისათვის. პოპულარულია როგორც საკუთრივ ხის მერნისგან, ასევე მისი ანათლის ფასადების ავეჯი. გამოიყენაბა 40 – მდე სახეობის მერქანი. მისი ხიბლი ეკოლოგიურ სისუფთავესა და კეთილშობილურ იერსახეში მდგომარეობს და ამიტომაც სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მუდამ პოპულარული იქნება.

file not exists!ასევე, ბოლო დროს დიდი პოპულარობა მოიპოვა მერქან ბოჭკოვანმა ფილამ, ე.წ. MDF , რომელიც მიიღება ხის გამომშრალი ბოჭკოსაგან, მაღალტემპერატურული და მაღალი წნევის ზემოქმედების შედეგად. ეს მასალა მრავალფეროვანი და არასტანდარტული ზომის ავეჯის დამზადების საშუალებას იძლევა.

ეხლა ორიოდ სიტყვით განვიხილოთ MDF – ისგან დამზადებული სამზარეულო ავეჯის ნაირსახეობები და მათი თავისებურებები. პირველ რიგში ხაზგასასმელია ფრეზირებული MDF სამზარეულო.მისი ხიბლი ეკოლოგიურ სისუფთავეში, ფასადების დიდ ნაირსახეობაში, ფერების ფართო არჩევანში, სამზარეულოს აგრესიული პირობებისათვის (სინესტე, სითბური ზემოქმედება, სოკოვანი ორგანიზმების) მედგარ წინააღმდეგობაშია.

შემდეგი იქნებაის ანათლის სამზარეულო. მისი ფასადები დამზადებულია MDF – სგან, ზედაპირი კი მოპირკეთებულია ხის ანათლისგან, რომლის სისქე მერყეობს 0,9 – 1,5 მმ. ანუ გამოდის, რომ ეკოლოგიურად სუფთა მასალაზე MDF – ზე გადაკრულია ნატურალური მასალა – ხის მერქნის თხელი ანათალი. ასეთი სამზარულო ავეჯი მდგრადობის ისეთივე მაჩვენებლებით ხასიათდება, როგორც ფრეზირებული. ხოლო თავისებურება კი იმაშია, რომ ფასადები არ ექვემდებარება ფრეზირებას და ზედაპირი სწორია. ასეთ ფასადებს, როგორც წესი ტონალურ საღებავს ან ლაქს გადაუსვამენ იერსახის კიდევ უქრო გასაკეთილშობილებლად.

საინტერესო მასალაა ჩარჩო პროფილიც. იგი დამზადებულია MDF – სგან, სხვადასხვა ფორმისა და ფერის, იკვრება ჩარჩოებად, რომლის შიგთავსად იყენებენ ან ლამინატს – მერქან ბურბუშელის, ან  MDF – მერქან ბოჭკოვან ფილებს, რომელთა სისქე არის 6 – 10 მმ. ჩარჩო პროფილის სამზარეულო სტილისტიკა და ფერი მრავალსახიანი შეიძლება იყოს. თუ ფასადების შიგთავსად ამოვირჩევთ MDF – ს, მივიღებთ თითქმის ეკოლოგიურ სამზარეულო ავეჯს. მისი ერთერთი უპირატესობა ზემოხსენებულებთან შედარებით დაბალი ღირებულებაა.

პლასტიკის სამზარეულო ძალიან თანამედროვედ გამოიყურება. ეფექტური სტილის შექმნის შესაძლებლობას იძლევა, რასაც ხაზს უსვამს მისი მკვეთრი და ბრჭყვიალა შეფერილობა. უარყოფით თვისებას კი სწრაფი დასვრა წარმოადგენს - შეხების კვალი ადვილად ემჩნევა, ამიტომაც ხშირ დასუფთავებას საჭიროებს.

ექსპერიმენტების მოყვარულთათვის საუკეთესო გამოსავალი კომბინირებული სტილის სამზარეულო ავეჯის შექმნაა. ამ ტიპის სამზარეულო შეეფერება ინტენსიური ცხოვრების ტემპს, მათ ვის პრიორიტეტებსაც გამორჩეულ სტილთან ერთად კომფორტი და სიმარტივე წარმოადგენს. თანმედროვე სტილთა და მასალათა ერთობლიობა შესაძლებელს ხდის ადამიანისათვის თავისი ოცნების სამზარეულოს შექმნას. ნატურალური ხის მერქნის, ლითონისა და მინის შერწყმა საინტერესო კომბინაციას წარმოადგენს.

და მივადექით ყველაზე გავრცელებულ მასალას, ზოგადად ავეჯის წარმოებაში – მერქან ბურბუშელის ფილა – ანუ ხალხში იგი ცნობილია – ლამინატის სახელით. ამ მასალის ეკოლოგიურობას რაც შეეხება, ყველაფერი მწარმოებელსა და ნაწარმის კლასზეა დამოკიდებული. მდაბიო ხარისხის ლამინატის მწარმოებლების ჩამოთვლისაგან თავს შევიკავებ (თქვენ თავადაც მიხვდებით, იმედია), ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ჰიგიენის მოთხოვნებს და ე.წ. ემისიის კლასის შესაბამის ლამინატს აწარმოებენ ავსტრიული, პოლონური და სხვა მწარმოებლები. თავად ლამინატის სამზარეულო შესაძლებელია მიმზიდველი სტილის შევქმათ, აქ ფანტაზიის უნარს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ფასადებს კი ვერ დავფრეზავთ, ვერ მოვღუნავთ, თუმცა ამის მიუხედავად სავსებით მისაღები დიზაინის სამზარეულოს მივიღებთ, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია – სახალხოს (ხელმისაწვდომს).

წარმატებებს გისურვებთ.

  განთავსების თარიღი  10.05.2014

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Copyright © 2007-2009 All rights reserved. სარგებლობის წესი. შეთანხმების პოლისი.
Spambot Killer | Site Map

[News Feed] [Forums Feed] [Downloads Feed] [Web Links Feed]

All Rights Reserved.