მდინარე ტეხურაზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის შესახებ მემორამდუმი | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ხვალ, სასტუმრო „რედისონში“ თურქულ კომპანია “Kolin Construcion” -სა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის მდინარე ტეხურაზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის შესახებ მემორამდუმი გაფორმდება. მემორანდუმს, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და თურქული კომპანია „“Kolin Construcion“-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ნაჯი ქოლოღლუ ხელს საზეიმოდ მოაწერენ. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში, მდინარე ტეხურაზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის მიზნით ინტერესთა გამოხატვა 2010 წლის თებერვალში გამოაცხადა. ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადი 4 კომპანიამ შემოიტანა თურქულმა კომპანიებმა ’’Limak “ და “Kolin Construcion“-მა, გერმანულმა - “O.Balgioglu Energy resources” და კანადურმა კომპანია “Charthage Energy“-მ. შესაბამისი წინადადებების შეფასებისა და განხილვის შემდეგ საქართველოს მთავრობამ გამარჯვებულად თურქულ კომპანია "Kolin Construcion" -ი გამოაცხადა პროექტით გათვალისწინებულია ოთხი ჰიდროელექტროსადგურისგან შემდგარი ტეხურის კასკადის მშენებლობა. კასკადის ჯამური სიმძლავრე შეადგენს მინიმუმ 105,7 მგვტ, წლიური გამომუშავებით 490 000 000 კვტ.სთ. კასკადი შედგება შემდეგი ჰიდროელექტროსადურებისგან: ერჯია, ცხიმრა, ნობულევი, ლეჩახა. მშენებლობა 4 წელი გაგრძელდება, ხოლო განსახორციელებელი ინვესტიციების სავარაუდო მოცულობა 150 მლნ. აშშ დოლარია. წყარო - minenergy.gov.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_85.html
| |||
განათავსა - teo- | 09 ნოემ. 2010, 12:35 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.