საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებს სომეხი კოლეგები ეცნობა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სომხეთის დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტის მიზანი ორ ორგანიზაციას შორის გამოცდილების გაზიარება და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა სომეხ კოლეგებს საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგები და ახალი ელექტრონული მომსახურების სახეები გააცნო. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები მოინახულებენ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს, ადგილზე დაათვალიერებენ მოქალაქეთა მომსახურების დარბაზს, სკანირების ცენტრს, სარეზერვო სისტემას. "ჩვენი სტუმრები დაინტერესებული არიან გაეცნონ იმ რეფორმებს, რომლებიც სააგენტომ ბოლო წლების განმავლობაში საკანონმდებლო, ტექნოლოგიური თუ ადმინისტრაციული კუთხით განახორციელა. ჩვენ მზად ვართ მეგობარ ქვეყნებს მომავალშიც გავაცნოთ ის გზები, რომლებიც რეფორმის წარმატებას განაპირობებს", - განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და მსოფლიო ბანკის ერთობლივი კვლევით - "ბიზნესის წარმოება 2011 - მეწარმეებისთვის გარემოს გაუმჯობესება", საქართველო ბიზნესის რეგულირების რეფორმების ტემპით დასახელდა მსოფლიოს წამყვან ქვეყანათა შორის, ხოლო ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყნის სტატუსი უძრავი ქონების რეგისტრაციის, სამშენებლო ნებართვის გაცემის, ბიზნესის რეგისტრაციის გამარტივებისა და საგადასახადო სისტემაში განხორციელებული რეფორმებისთვის დაიმსახურა. წყარო - იუსტიციის სამინისტრო
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_78.html
| |||
განათავსა - teo- | 09 ნოემ. 2010, 11:00 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.