აშშ საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების დაბრუნებას აქტიურად ცდილობს | საქართველოს ამბები | ||
ფილიპ გორდონის განცხადებით, ამერიკა საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ეუთო-ს დაბრუნებას აქტიურად ცდილობს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვროპულ და ევრაზიულ საკითხებში ფილიპ გორდონმა რადიო "თავისუფლებისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ეუთო-ს დაბრუნებას აქტიურად ცდილობს. "შეერთებული შტატები ცდილობს, ხელი შეუწყოს კონფლიქტის მოწესრიგებასთან დაკავშირებული დიალოგის არსებულ ფორმატს რუსეთსა და საქართველოს შორის და ასევე სხვა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას, როგორიცაა ეუთო-ს დაბრუნება საქართველოში. აშშ მონდომებულია, საქართველოში ეუთო-ს მისია დაბრუნდეს", - განაცხადა გორდონმა. ფილიპ გორდინმა რადიოში ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ "ვაშინგტონმა არ გააკეთა არჩევანი, არ გაეგრძელებინა საერთო ინტერესების მიმართულებით რუსეთთან მოძრაობა, ვიდრე რთული პრობლემები საბოლოოდ არ გადაწყდებოდა". წყარო - pirweli.com.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_50.html
| |||
განათავსა - teo- | 08 ნოემ. 2010, 14:24 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.