aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 ეკონომიკა: საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 643 მილიონი დოლარი შეადგინა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
2011 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43 მილიონით გაიზარდა და 643 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ პარასკევს, 23 დეკემბერს, გამართულ შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა. მისი თქმით, პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 173.7 მილიონი დოლარი შეადგინა, მეორეში - 203.4 მილიონი, ხოლო მესამეში - 266.0 მილიონი.



საჭიროა აღინიშნოს, რომ 2010 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში ქვეყანაში პირდაპირი ინვესტიციების სახით მხოლოდ 600 მილიონი დოლარი შემოვიდა. ინვესტიციების უდიდესი წილი (21%) მოდის ნიდერლანდებზე, მას მოსდევენ დანია - 16%, კვიპროსი - 13%, თურქეთი - 11%, აზერბაიჯანი - 6%.


ინვესტიციები ძირითადად მრეწველობაში, ფინანსურ სექტორში, ენერგოსექტორში, უძრავ ქონებაში, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში ხორციელდებოდა. მინისტრის თქმით, ინვესტიციების მოზიდვის მიზნით მისმა უწყებამ რამდენიმე მნიშნელოვანი ღონისძიება გაატარა. მათ შორისაა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესწავლით დაინტერესებული 20 საერთაშორისო დელეგაციის ვიზიტი და 16 ბიზნეს-ფორუმი.


როგორც ქობალიამ აღნიშნა, საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენელმა საინვესტიციო კლიმატი 2 000-ზე მეტ ბიზნესმენს გააცნეს, გაიმართა მასშტაბური ფორუმები „საქართველო-უკრაინა“ და „საქართველო-სომხეთი“, უკრაინის ვიცე-პრემიერ სერგეი ტიგიპკოსა და სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის მონაწილეობით. „საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და პრიორიტეტული საინვესტიციო პროექტების პოპულარიზაციის მიზნით ჩვენ ასევე 30-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენასა და ფორუმში მივიღეთ მონაწილეობა“, - განაცხადა ქობალიამ.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
http://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4209.html
განათავსა - Drakula | 25 დეკ. 2011, 19:50 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 643 მილიონი დოლარი შეადგინა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 1
ხმები: 5


მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12088] »
• ტოპ შეთავაზება [355] »
• პროდუქცია და სერვისი [8333] »
• კერძო განცხადება [3060] »
• წევრი საიტზე [2289] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 ფორუმი »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 23 ნოემბერი 2017
  • English Georgian