aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 საზოგადოება: IPM: გამოკითხულთა 41% ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის სურვილს დადებითად აფასებს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
გამოკითხულთა 41% ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის სურვილს დადებითად აფასებს. გამოკვლევა კომპანია IPM-მა ჩაატარა. შედეგები ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განთავსდა. მიმდინარე თვეში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, ივანიშვილის მიერ პოლიტიკაში მოსვლის სურვილს ნეიტრალურად 26 პროცენტი, ხოლო ნეგატიურად - 16 პროცენტი აფასებს. დანარჩენებს ცალსახა პასუხის გაცემა გაურთულდათ. რესპონდენტთა 43 პროცენტს მიაჩნია, რომ ივანიშვილი თავის მიზნებს მიაღწევს, 20 პროცენტის აზრით კი, ბიზნესმენი დეკლარირებული მიზნების მიღწევას ვერ შეძლებს, დანარჩენები მომავლის შეფასებისაგან თავს იკავებენ და მიაჩნიათ, რომ მომავლის პროგნოზირება არ შეუძლიათ. ამასთან ერთად, გამოკითხულთა 30 პროცენტს მიაჩნია, რომ პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლა ქვეყანაში პოლიტიკურ სიტუაციას ფუნდამენტურად შეცვლის, 23 პროცენტის აზრით სიტუაცია მეტ-ნაკლებად შეიცვლება, ხოლო 17 პროცენტი რაიმე ცვლილელებს არ მოელის მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ივანიშვილს ცვლილებების სურვილი გაუჩნდა. დაახლოებით 30 პროცენტი პროგნოზებისაგან თავს იკავებს.



გამოკითხულთა 53 პროცენტის აზრით, საქართველოში სიტუაცია, გარკვეულ წილად, მაინც შეიცვლება. ხოლო სკეპტიკოსები უმცირესობაში დარჩნენ.


IPM-მა 2 500 რესპონდენტი გამოკითხა.


„გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის პირდაპირ (ფიზიკურ) რესურსს სწორედ ის ამომრჩევლები წარმოადგენენ, რომლებსაც ცვლილებების იმედი აქვთ. სხვები, თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციის მონაწინააღმდეგე ამომრჩევლები, ბიზნესმენის მომხრეებიც არ არიან, ვინაიდან ამ კონტექსტში მხარდაჭერა ნიშნავს ხმის მიცემას არჩევნებზე, და არა საერთო პოლიტიკური ორიენტაციის არსებობას. გამოდის, რომ გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (53 პროცენტი) ივანიშვილის დღევანდელი რესურსი გახლავთ“, - ნათქვამია გამოკვლევაში.


ავტორთა თქმით, სტატისტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ ბიზნესმენის პოზიტიური რესურსის ჩამოყალიბებაში 50-პროცენტიანი წილით ამომრჩევლები მონაწილეობენ, რომლებსაც სურთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია, აღდგენა.


„ახალი პოლიტიკური ძალის გამარჯვება ერთ სეგმენტზე ორიენტირებული უბრალო სტრატეგიით (რევოლუციური სტრატეგიით) შეუძლებელია, ვინაიდან ერთი სეგმენტი, რომელშიც საკმარისი ხმაა ლოკალიზებული, არ არსებობს. შესაბამისად, მოგებიანი სტრატეგია უნდა გულისხმობდეს სხვადასხვა პოლიტიკურ აქტივობებს სხვადასხვა სეგმენტებში. ამ სიტუაციაში „ნაციონალურ მოძრაობას“ საქმეები უკეთ აქვს, რადგან მისი რეიტინგის განმაპირობებელი ფაქტორი უალტერნატივობაა. მისი რეიტინგები განპირობებულია მიმდინარე წარმატებების დინამიკითა და ქვეყნის უკეთესი მომავლის ხედვის პრაქტიკით. შესაბამისად, ეს ის ფაქტორია, რომელიც მუშაობს, და, სავარაუდოდ, მომავალშიც იმუშავებს“, - წერენ გამოკვლევის ავტორები.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4011.html
განათავსა - Drakula | 29 ნოემ. 2011, 19:13 | ახალი ამბები »
 

"საზოგადოება: IPM: გამოკითხულთა 41% ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის სურვილს დადებითად აფასებს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 19 მაისი 2024
  • English Georgian