aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

 პოლიტიკა: ნინო კალანდაძე: ღონისძიება სამხრეთ ოსეთში არანაირად არ არის არჩევნები საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ის, რაც სამხრეთ ოსეთში ხდება, არ შეიძლება განიხილებოდეს არჩევნების სახით, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსის მოადგილემ ნინო კალანდაძემ, იუწყება “GHN“. მისი თქმით, ეს არის ღონისძიება, რომელიც დაიგეგმა კრემლში, რომელსაც ოფიციალური მოსკოვი ხელმძღვანელობს, რომელიც ყველა შედეგებზეა პასუხისმგებელი.



„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუთანხმებელი ღონისძიებები ტარდება. მათ შორის ადგილი აქვს ადამიანის უფლებების დარღვევასაც. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია ის ორგანიზაცია, რომელიც ამ მდგომარეობას ხელმძღვანელობას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს“, - თქვა კალანდაძემ დღეს, 28 ნოემბერს, გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე.


მისი თქმით, ე. წ. პირველი ტურის შემდეგ ამ მოვლენას სწრაფი საერთაშორისო რეაქცია მიეცა.


„როგორც აშშ-მ, ისე ევროპამ ერთხმად გაასამართლეს მიმდინარე მოვლენები. ადგილი ჰქონდა გამოხმაურებებს ჩვენი მეზობლებისგანაც რეგიონში“, - თქვა მან.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, 27 ნოემბერს, ცხინვალის რეგიონში პრეზიდენტის ე. წ. არჩევნების მეორე ტური გაიმართა. წინასწარი მონაცემებით ლიდერობს ალა ჯიოევა, რომელიც თავის მეტოქეს 5%-ით უსწრებს.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4010.html
განათავსა - Drakula | 29 ნოემ. 2011, 19:11 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: ნინო კალანდაძე: ღონისძიება სამხრეთ ოსეთში არანაირად არ არის არჩევნები" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 19 მაისი 2024
  • English Georgian