aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

 შოუ-ბიზნესი: ლეგენდარული ჯგუფის ვოკალისტს კიბო აღმოაჩნდა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის - Bee Gees-ის ვოკალისტსა და სიმღერების ავტორს რობინ გიბს ღვიძლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. გასულ სამშაბათს 61 წლის მუსიკოსი ჰოსპიტალიზებულ იქნა კუჭში ტკივილებისა და მსხვილი ნაწლავის ანთების ჩივილით. მან საავადმყოფოში დაახლოებით ხუთი საათი გაატარა, რის შემდეგად იგი სახლში გამოსაჯანმრთელებლად გამოწერეს.



როგორც ჩანს, ლეგენდარული მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულ შიშებს იწვევს - მასთან ინგლისში სასწრაფოდ ჩამოვიდნენ დედა ბარბარა გიბი და უფროსი ძმა ბარი, გადმოსცემს „ИТАР-ТАСС“ გამოცემა The Los Angeles Times-ზე მინიშნებით. „რობინი ცუდად არის, მისი მდგომარეობა დიდ შეშფოთებას იწვევს. იგი ყოჩაღად არის, რაც ბევრად მისი თაყვანისმცემლების მხარდაჭერის დამსახურებაა, რომლებიც მას ინტერნეტით წერილებს უგზავნიან. დვინის ცოლი ყველაფერ შესაძლებელს აკეთებს“, - ხაზი გაუსვა ანონიმურობის შენარჩუნების პირობით გიბების ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი.


ბოლო დროს რობინ გიბი საკმაოდ დაუძლურებლად გამოიყურება. წელს მუსიკოსი რამდენჯერმე წვებოდა საავადმყოფოში, მიუედავად იმისა, რომ ცხოვრების ჯანსაღ წესს ეწევა: სპირტიან სასმელებს არ სვამს, კარგად იკვებება, რეგულარულად აკეთებს ფიზიკურ ვარჯიშებს.


წარმატების პიკი ტრიო Bee Gees-ისა ბარი, რობინ და მორის გიბების შემადგენლობით 1970-იან წლებზე მოვიდა. „დისკოს მეფეებმა“ აშშ-ის შვიდი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ჯილდო - „გრემი“ მოიპოვეს. მათ სახელი გაითქვეს არა მხოლოდ როგორც მუსიკალურმა ჯგუფმა, არამედ როგორც სიმღერების ავტორება ბარბრა სტრეიზანდისთვის, სელინ დიონისა და დაიანა როსისთვის. ჯგუფის ბოლო ალბომი 2001 წელს გამოვიდა.


ოჯახის უმცროსმა ძმამ ენდი გიბმა წარმატებული სოლო-კარიერა დაიწყო, მაგრამ 1988 წელს 30 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. 2003 წლის იანვარში ფლორიდას შტატში 53 წლის ასაკში მორის გიბი გარდაიცვალა. 2003 წლიდან ძმები ბარი და რობინ გიბები გამოდიან ცალკე ან ერთად, მაგრამ არა Bee Gees-ის სახელით.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3966.html
განათავსა - Drakula | 21 ნოემ. 2011, 19:31 | ახალი ამბები »
 

"შოუ-ბიზნესი: ლეგენდარული ჯგუფის ვოკალისტს კიბო აღმოაჩნდა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 05 მაისი 2024
  • English Georgian