aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

 ეკონომიკა: გილაურმა 10 თვის ეკონომიკური განვითარების წინასწარი შედეგები შეაჯამა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს, 18 ნოემბერს, სამთავრობო სხდომაზე მიმდინარე წლის 10 თვის ეკონომიკური აქტიურობის შედეგები შეაჯამა. მისი თქმით, აქტიურობა საკმაოდ პოზიტიური იყო.



„10 თვის განმავლობაში ეკონომიკური აქტიურობა საკმაოდ პოზიტიური იყო და შედეგად 6.5 პროცენტი შეადგინა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, რომელსაც წლის დასაწყისიდან ველოდით. ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდის ელოდა. წლის დასაწყისში ჩვენი თავდაპირველი პარამეტრი 5.5% იყო, მაგრამ ჩვენ ამ პარამეტრს გადავხედეთ და სსფ-სთან შეთანხმებით წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს 6% უნდა შეედგინა. ეკონომიკური ზრდის პარამეტრი იზრდება, თუმცა ოფიციალურად ჩვენ 6 პროცენტს ვტოვებთ“, - განაცხადა გილაურმა.


მისი თქმით, ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როდესაც 20 ქვეყანამ საკუთარი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები შეამცირა.


„და ეს ხდება მაშინ, როდესაც მსოფლიოში სერიოზული ეკონომიკური კრიზისია, ხოლო ფინანსური ბაზრები დაცემის ზღვარზეა“, - განაცხადა გილაურმა.


პრემიერმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ბირჟებზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ თავისი გეგმები შეცვალა და წელს მათზე მინოტარულ აქციებს არ გაიტანს. თუმცა ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში იქნება მიღებული.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3948.html
განათავსა - Drakula | 18 ნოემ. 2011, 19:41 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: გილაურმა 10 თვის ეკონომიკური განვითარების წინასწარი შედეგები შეაჯამა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 04 მაისი 2024
  • English Georgian