aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 ეკონომიკა: საქართველოში ლუდის იმპორტი 20 ქვეყნიდან წარმოებს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში ლუდის იმპორტი 20 ქვეყნიდან წარმოებს, აქედან უმსხვილესი იმპორტიორი უკრაინაა. ამ ქვეყნიდან 2011 წლის 6 თვის განმავლობაში 1 373.0 ათასი ტონა ლუდის იმპორტი განხორციელდა. მეორე ადგილზეა თურქეთი 1 064.0 ათასი ტონით, შემდეგ მოდის რუსეთი 557.6 ათასი ტონა ლუდით. გერმანიიდან ლუდის იმპორტმა 349.7 ათასი ტონა შეადგინა, ნიდერლანდებიდან - 224.0 ათასი ტონა, ჩეხეთიდან - 175.5 ათასი ტონა, რუმინეთიდან - 44.8 ათასი ტონა, დანიიდან - 35.7 ათასი ტონა. საქართველოში ლუდის იმპორტი ხდება ასევე ავსტრიიდან, სომხეთიდან, ბელგიიდან, ესპანეთიდან, მექსიკიდან და გაერთიანებული სამეფოდან. ორი ქვეყნიდან საქართველოში საერთო ჯამში 3 900.6 ათასი ტონა ლუდი შემოდის.



რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოში 2011 წლის ექვსი თვის განმავლობაში ლუდის ექსპორტი სამ ქვეყანაში განხორციელდა. აზერბაიჯანში საქართველოდან 637.5 ათასი ტონა ლუდი შემოვიდა, ისრაელში - 5.1 ათასი ტონა, ხოლო უკრაინაში - 5.5 ათასი ტონა.


დაბალი ექსპორტის მიუხედავად, ლუდის მწარმოებელი კომპანიები საქართველოში ლუდის ბიზნესს მაინც პერსპექტიულად მიიჩნევენ. კომპანია „ნატახტარის“ საზოგადოებასთან ურთიერთოების სამსახურის უფროსი ნინო სურმავა ამბობს, რომ ამ ეტაპზე შედარებით მცირე მოცულობის ლუდის ექსპორტი წარმოებს: „ ინტენსიურად ხორციელდება ლუდის ექსპორტი აზერბაიჯანში, და მან უკვე გეგმას გადააჭარბა. საქართველოსთვის ზრდადი ბაზრებია აზერბაიჯანი, საბერძნეთი, სომხეთი, უკრაინა. ამ ბაზრებისთვის სპეციალური სარეკლამო მასალები მზადდება, ასევე ჩვენი მხრიდან გარკვეული მარკეტინგული აქტიურობებიც ხორციელდება“.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3804.html
განათავსა - Drakula | 03 ნოემ. 2011, 20:22 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: საქართველოში ლუდის იმპორტი 20 ქვეყნიდან წარმოებს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 1.5
ხმები: 6


მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 01 მაისი 2024
  • English Georgian