aspurcela.ge
როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

 ეს საინტერესოა: გაიშიფრა საიდუმლო გერმანული საზოგადოების ჩანაწერები მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
მათემატიკოსებმა XVIII საუკუნის საიდუმლო მანუსკრიპტის გაშიფვრა შეძლეს, რომელიც ცნობილია როგორც კოპიალის შიფრი (Copiale Cipher). ამის შესახებ შეტყობინებულია სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის საიტზე, რომლის თანამშრომლებიც მუშაობაში მონაწილეობდნენ.



ორიგინალური ტექსტი გახლავთ რაღაც გერმანული საიდუმლო საზოგადოების რიტუალებისა და პოლიტიკური შეხედულებების აღწერები. იგი 105 გვერდისა და დაახლოებით 75 ათასი სიმბოლოსაგან შედგება. გამოკვლევების შედეგები - სიმბოლოთა შესაბამისობის ცხრილები, ორიგინალური ტექსტი, პირველი 16 გვერდის მეთოდოლოგია და თარგმანი - ინტერნეტშია განთავსებული, რომლებთანაც წვდომა ღიაა.


მანუსკრიპტის აღმოჩენის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ იგი რამდენიმე ათწლეულის წინ აღმოსავლეთ გერმანიაში Akademie der Künste-ის არქივებში იპოვეს. ბოლო დრომდე მეცნიერები გაშიფვრის სერიოზულ მცდელობებს არ ახორციელებდნენ, სანამ საქმეში არ ჩაერთო მკვლევართა გუნდი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტიდან კევინ ნაიტის ხელმძღვანელობით.


მუშაობის ფარგლებში მეცნიერებმა რამდენიმე მეთოდი გადასინჯეს. თავიდან ისინი ვარაუდობდნენ, რომ ტექსტში აზრს მხოლოდ ლათინური სიმბოლოები ატარებს, მაშინ, როცა დანარჩენი სიმბოლოები დამატებულია იმისათვის, რათა არასასურველ მკითხველს თავგზა აუბნიოს. ამ ვარაუდიდან გამომდინარე ტექსტის გაშიფვრა ვერ მოხერხდა. საქმე რთულდებოდა იმთ, რომ მეცნიერებისთვის ორიგინალი ენა უცნობი იყო. მაშინ მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ შიფრი სრულიად პირიქით არის მოწყობილი - ლათინური ასოები საერთოდ არ ატარებსაზრს, მაშინ, როცა სწორედ დანარჩენი სიმბოლოები აკოდირებს ინფორმაციას. სტატისტიკური ანალიზის შემდეგ მათ შეძლეს დადგენა იმისა, რომ ტექსტი დაწერილია გერმანულ ენაზე. ამას გარდა, მათ ტექსტის რამდენიმე გვერდის გაშიფვრა მოახერხეს. მკვლევართა თქმით, ისინი რამდენადმე იმედგაცრუებულები დარჩნენ, ვინაიდან ეგონათ, რომ შიფრი უფრო რთული იქნებოდა.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3769.html
განათავსა - Drakula | 28 ოქტ. 2011, 20:54 | ახალი ამბები »
 

"ეს საინტერესოა: გაიშიფრა საიდუმლო გერმანული საზოგადოების ჩანაწერები" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 13 ივნისი 2024
  • English Georgian