aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

 ეკონომიკა: საქართველოს პრემიერი: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა მოლოდინებს გადააჭარბა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წელს იქნება 6%, და არა 5.5%, როგორც იგეგმებოდა ადრე, რაც ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოდინებისათვის დამატებითი სტიმული გახდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე, რომელიც ბათუმში ტარდება, იუწყება “GHN“.



„მესამე კვარტალი იმაზე უფრო კარგი იყო, ვიდრე ველოდით. ზრდამ, სულ ცოტა, 7.3% შეადგინა, ეს წინასწარი ციფრია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ წლის ბოლოსთვის ზრდა იქნება 6%, და არა 5.5%, როგორც მანამდე იგეგმებოდა. შესაბამისად, ჩვენ უკვე ოფიციალურად შეგვიძლია ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა და დაგეგმვა. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ეს კონსერვატიული ციფრია და სსფ-ის წარმომადგენლები იზიარებენ ჩვენს მოსაზრებას ეკონომიკური ზრდის გადიდების თაობაზე“, - აღნიშნა გილაურმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელს სსფ-მ 20 ქვეყნის ეკონომიკების ზრდის პროგნოზი შეამცირა.


„ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ ჩვენს რეგიონში, რომელიც ამ მძიმე წელს ზრდას 6%-მდე წევს“, - თქვა პრემიერმა.


მან აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანია იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტად არის ამაღლებული ეკონომიკური აქტიურობა, შესაბამისად, გაიზრდება დასაქმებაც და, ამას გარდა, ეს დამატებითი რეკლამაა საერთაშორისო ინვესტორებისათვის, რომლებიც უკვე დღეს ეძებენ ახალ ბაზრებს, ვინაიდან სხვა ადგილებში სტანაციები შეინიშნება.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3750.html
განათავსა - Drakula | 26 ოქტ. 2011, 20:00 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: საქართველოს პრემიერი: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა მოლოდინებს გადააჭარბა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 21 მაისი 2024
  • English Georgian