aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

 პოლიტიკა: PACE: ევროპაში ზოგიერთი სეპარატისტული მოძრაობა ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ევროპაში ზოგიერთი სეპარატისტული მოძრაობა ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას საფრთხეს უქმნის, აღნიშნულია PACE-ს მიერ მიღებულ 1832-ე რეზოლუციაში სახელწოდებით „ეროვნული სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა თანამედროვე საერთაშორისო სამართალში - დაზუსტების აუცილებლობა“, იუწყება “GHN“.



რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს შეინიშნება პროგრესი სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის გაგების თვალსაზრისით, მაგრამ ხაზგასმულია, რომ სახელმწიფოებრიობის კრიტერიუმის გაგება საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია და PACE-ს წევრ ქვეყნებში ადგილი აქვს მცდელობებს, წარადგინონ ზოგიერთი ტერიტორია როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, უთხრა Trend-ს პარასკევს, 21 ოქტომბერს, დიპლომატიურმა წყარომ.


რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ PACE-ს ყველა წევრი ქვეყანა თავიდან უნდა იცილებდეს უკანონო გამოყოფის შედეგად ჩამოყალიბებული დე-ფაქტო ხელისუფლებებისა და ტერიტორიების რაიმე ფორმით აღიარებასა და მხარდაჭერას.


თუმცა საერთაშორისო სამართალი აღიარებს ნაცუმცირესობების მიერ თვითგამორკვევის უფლებას, ხაზგასმულია, რომ ეს უფლება ავტომატური თვითგამოყოფისთვის პირობებს არ ქმნის, ნათქვამია რეზოლუციაში.


სომხეთის დელეგაცია PACE-ში რეზოლუციის პროექტში მრავალრიცხოვანი ცვლილების შეტანას ცდილობდა (დებულებებში, რომლებიც დე-ფაქტო ტერიტორიების თვითგამორკვევის პრინციპებს ეხება), მაგრამ კენჭისყრის შედეგად ეს ცვლილებები მიღებულ არ იქნა.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3711.html
განათავსა - Drakula | 21 ოქტ. 2011, 19:54 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: PACE: ევროპაში ზოგიერთი სეპარატისტული მოძრაობა ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 09 ივნისი 2024
  • English Georgian