aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 მეცნიერება-ტექნოლოგიები: სოციალური ქსელების გამოყენება შეიძლება ტვინის განვითარებაზე აისახოს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
როგორც მეცნიერებს მიაჩნიათ, ვირტუალური სოციალური ქსელების გამოყენებას, ალბათ, ტვინში ცვლილებების გამოწვევა შეუძლია. მეცნიერები ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებელთა თავისებურებები გააანალიზეს. როგორც BBC გადმოსცემს, გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 125 მოხალისემ, რომლებიც სოციალური ქსელებით აქტიურად სარგებლობენ. მეცნიერებმა თითოეული მათგანის ტვინის სკანირება ჩაატარეს და გასაოცარი ფაქტი დაადგინეს - ადამიანებს, რომლებსაც ტვინის ზოგიერთი ნაწილი უფრო დიდი ჰქონდათ, სოციალურ ქსელშიც „მეგობრების“ უფრო მეტი რაოდენობა ჰყავდათ.



ამასთან, მეცნიერები ითვლიდნენ როგორც ვირტუალურ, ისე რეალურ მეგობრებს. შემდგომში მათ თავიანთი დასკვნები 40 მოხალისეზე გადაამოწმეს.


გაკეთებულმა აღმოჩენამ მკვლევარები გააოცა. „ჩვენ ტვინის რამდენიმე საინტერესო ნაწილი აღმოვაჩინეთ, რომლებიც თითქოს დაკავშირებულია ჩვენი როგორც რეალური, ისე ვირტუალური მეგობრების რაოდენობასთან“, - მოყვა დოქტორმა რიოტა კანაიმ ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან.


ამავე დროს, ამ აღმოჩენაში ბევრი რამ კვლავ გაუგებარია. კერძოდ, მკვლევარებმა ვერაფრით შეძლეს დადგენა იმისა, იზრდება თუ არა ტვინის ცალკეული ნაწილები სოციალური ქსელების ზემოქმედების შედეგად თუ უბრალოდ ადამიანებს ტვინის გარკვეული სტრუქტურით უფრო მეტად აქვთ მიდრეკილება მეგობრობისკენ.


მიუხედავად ამისა, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ახალი გამოკვლევები აჩვენებს, მართლა შეუძლია თუ არა ადამიანის ტვინს შეცვლა ახალ სოციალურ მოვლენებთან ადაპტირების დროს. ზოგიერთი სპეციალისტი ასევე აღნიშნავს, რომ ვირტუალური მეგობრების რაოდენობას რეალურ ცხოვრებასთან ცოტა რამ აქვს საერთო, რადგან, მეტწილად, იმაზეა დამოკიდებული, რამდენი წლისაა ადამიანი და რამდენ დროს ატარებს ინტერნეტში.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3700.html
განათავსა - Drakula | 20 ოქტ. 2011, 18:50 | ახალი ამბები »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: სოციალური ქსელების გამოყენება შეიძლება ტვინის განვითარებაზე აისახოს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 02 ივნისი 2024
  • English Georgian