aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

 პოლიტიკა: მაკკეინმა ობამა აშშ-ს ახალ ომში ჩართვაში დაადანაშაულა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის  ბარაკ ობამას გადაწყვეტილება უგანდისთვის 100 სამხედრო პირი გაეგზავნა შესაძლოა ქვეყანა ახალ ომში ჩაითრიოს. ეს განცხადება CNN-ის ეფირში 16 ოქტომბერს გაჟღერდა.



 

მაკკეინმა შეგვახსენა, რომ 100 ათასი ჯარისკაცი უკვე იმყოფება ავღანეთში, ხოლო ირანიდან სამხედროების გამოყვანა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მისი თქმით, აშშ შესაძლოა აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაში, რომლიდანაც თავის დაღწევას ვერ შეძლებს.


 მაკკეინმა, რომელიც  ბარაკ ობამას მოწინააღმდეგე იყო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ პრეზიდენტმა ისე მიიღო გადაწყვეტილება ჯარების გაგზავნის თაობაზე, რომ კონგრესის თანხმობას არც კი დაელოდა. "მე მახსოვას სომალი,-განაცხადა მაკკეინმა, -მე მახსოვს ლიბანი". აშშ-ს მიერ სომალის შიდა პოლიტიკაში წარუმატებელი ჩარევის გამო, ამერიკას  სომალიდან  ჯარების გამოყვანა 1994 წელს მოუხდა , ხოლო ლიბანიდან -1984 წელს.


ამასთან ერთად სენატორი ცნობილია, როგორც ირანში დაწყებული ომის  ერთერთი მომხრე.


 გადაწყვეტილება , უგანდაში 100 სამხედრო პირის გაგზავნის თაობაზე, ობამამ 14 ოქტომბერს, კონგრესისთვის მიწერილ წერილში გააჟღერა. პრეზიდენტის თქმით, ამერიკელები უგანდის ხელისუფლების მრჩევლის როლს შეასრულებენ და "ღმერთთან წინააღმდეგობის არმიის" (Lord's Resistance Army, LRA) წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება,რომელსაც ჯოზეფ კონი მეთაურობს.
წყარო - lenta.ru

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3669.html
განათავსა - consul | 17 ოქტ. 2011, 19:35 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: მაკკეინმა ობამა აშშ-ს ახალ ომში ჩართვაში დაადანაშაულა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 09 ივნისი 2024
  • English Georgian