"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" ოპერირებისა და მაგისტრალურ ქსელებზე ტექნიკური დანაკარგების აღმოფხვრის ხარჯზე, ქუთაისის 40 ათასი აბონენტისათვის წყალმომარაგების გაუმჯობესება უზრუნველყო.
რვა საატესტაციო გამოცდის გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციას ქართული სკოლების მოსწავლეები საქართველოს პარლამენტთან აწყობენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი საატესტაციო გამოცდების გაუქმებას მე-11 და მე-12 კლასებისათვის მოითხოვენ, რადგანაც ეს განათლების სამინისტროს მხრიდან მოულოდნელი და არაფორმირებული გადაწყვეტილება იყო.
ირანის ელჩმა ალი ასგარ სოლტანიმ მაგატეში სტუმრობისას განაცხადა, რომ ატომური სახელმწიფოები ცდილობენ თავაინთ განკარგულებაში გაიჩერონ იარაღი, მიუხედავად მათი საერთაშორისო ვალდებულებებისა.
კრუიზის ლაინერი გემბანზე ათასი მგზავრით გახდა უმართავი წყნარ ოკეანეში, იტყობინება Associated Press სამშაბათს, 9 ნოემბერს. გემის მერ განცდილი კატასტროფის მიზეზი არის სამანქანო განყოფილებაში გაჩენილი ხანძარი.
2010 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოში უძრავი ქონების მაჩვენებელი 23%-ით გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს სამთავრობო სხდომაზე განაცხადა. მისი სიტყვებით გაიზარდა ტრანზაქციათა მოცულობა უძრავი ქონების ბაზარზე, ასევე ავტომანქანათა რეგისტრაციების რიცხვი. როგორც პრემიერმა თქვა, ავტომანქანების რეგისტრაციათა რაოდენობა 33%-ით გაიზარდა.
სამოქალაქო რესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორი ირაკლი კვაშილავა დღეს ხელშეკრულება გააფორმებენ.