გარდაცვლილი ქართველი მოციგურავე ნოდარ ქუმარიტაშვილი დაჯილდოვდება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის უმაღლესი ხარისხის ორდენით. სპეციალურად ამისთვის თბილისში ჩამოვიდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, რომლებიც გადასცემენ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის მშობლებს სოკ-ის უმაღლესი ხარისხის ორდენს.
წლის ბოლომდე ქართული ღვინოები წარმოდგენილი იქნება კანადის და სინგაპურის გამოფენებზე და შეეცდებიან დაამკვიდრონ ქართული ღვინის იმიჯი საერთაშორისო ბაზარზე.
საქართველო ამ წელში ელოდება ეკონომიკის ექვსპროცენტიან ზრდას. ამის შესახებ, ტელეკომპანია Bloomberg -ის პირდაპირ ეთერში განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის განცხადებით უწყება აქტიურად მუშაობს მარცვლეულის ფასის შემცირების მიმართულებით და უახლოეს მომავალში, ხორბლის ფქვილის ფასი შემცირდება.