aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

ვეძებოთ: ყველა რუბრიკაში
ყველა რუბრიკაში
       ქართული(Georgian)

     

რას ვეძებთ:     

ძებნის შედეგები

ყველა სტატია



 ''მესამე არხისთვის'' ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარი გამოიყოფა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
    საზოგადოებრივი მაუწყებლის "მესამე არხს" ("პერვი კავკაზსკი") 2010 წლის გაზრდილი ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარი გამოიყოფა. როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა ევროინტეგრაციის საკითხებისა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეთა ურთიერთობების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული თანხა პერვი კავკაზსკის ტექნიკურ აღჭურვასა და მიმდინარე ხარჯებზეა გათვალისწინებული. 
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 10:15 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 რუსეთსა და აშშ-ს ბირთვული არსენალის შეზღუდვისაკენ მოუწოდებენ მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
    რუსეთსა და აშშ-ს  ბირთვული არსენალის შეზღუდვას ურჩევენ. სამხედრო არსენალი იმაზე ნაკლები მოცულობის უნდა იყოს, ვიდრე ამას სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ამ ქვეყნებს შორის გაფორმებული  ხელშეკრულება ითვალისწინებს და რომლის რატიფიცირება მხარეებმა უნდა მოახდინონ. ასეთ რეკომენდაციას ნიუ-იორკის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს მიერ მომზადებული დასკვნა ითვალისწინებს. დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ასეთი შეზღუდვა ბირთვული ტერორიზმის შესაძლებლობას შეამცირებს. 
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 10:12 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 თსუ-ში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, გაეროს აუდიტორში, გაიმართება ,,ახალგაზრდული ორგანიზაცია პირველების” პროექტის ,,აქტიური საზოგადოება, როგორც სამშვიდობო ინიციატივების გარანტის” პრეზენტაცია. 
განათავსა - teo- | 10 ნოემ. 2010, 10:11 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 თბილისში საინფორმაციო ტექნოლოგიების კონფერენცია გაიხსნა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების საკითხებთან დაკავშირებული კონფერენცია გახსნა.
განათავსა - Drakula | 10 ნოემ. 2010, 10:10 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
    აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოს – მილი მეჯლისის არჩევნებში მმართველი პარტია `ახალი Aაზერბაიჯანი” ლიდერობს. ექსპერტების შეფასებით, მმართველი პარტია საკანონმდებლო ორგანოში 80-მდე დეპუტატის გაყვანას შეძლებს.      აზერბაიჯანის მილი-მეჯლისი 125 მანდატიანი ორგანოა, მასში მოსახვედრად კი 690 კანდიდატი იბრძოდა. არჩევნებში მონაწილეობდა  პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მეუღლე მიჰრიბან ალიევა. მმართველი პარტიის კანდიდატებიდან ქვეყნის პირველმა ლედიმ ამომრჩევლის ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვა.     აზერბაიჯანში საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების საბოლოო შედეგები დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილია. არჩევნებს 46 639 ადგილობრივი და 1029 საერთაშორისო დამკვირებელი აკვირდებოდა. ეუთომ უკვე გააკეთა პირველი შეფასება და არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ დარღვევებზე მიუთითა. ეუთოს სადამკვირვებლო კომისიის განცხადებით, არჩევნების დროს ამომრჩეველზე დაშინების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 10:06 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 აჭარა ინგლისური ენის ხუთმა უცხოელმა პედაგოგმა დატოვა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
აჭარაში ხუთმა ინგლისურენოვანმა პედაგოგმა საჯარო სკოლებში მუშაობაზე უარი თქვა. მათ შორის სამი მამაკაცია. ორმა პედაგოგმა საქართველო უკვე დატოვა.
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 10:06 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველოს კონტროლის პალატის დონორებისა და პარტნიორი ორგანიზაციების შეხვედრა გა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
შეხვედრაზე განიხილეს და შეაფასეს კონტროლის პალატასთან ერთად სხვადასხვა სფეროში მიღწეული შედეგები.  
განათავსა - teo- | 10 ნოემ. 2010, 09:55 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 გიორგი თარგამაძე აშშ-ში შეხვედრებს მართავს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
    ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე და პარტიის წევრი, პარლამენტარი ნიკა ლალიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქმიან ვიზიტს აგრძელებენ. `ქრისტიან-დემოკრატებმა” პირველი შეხვედრები ვაშინგტონში, ამერიკის სენატში, კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტში გამართეს. 
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 09:51 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 The Economist: საქართველოს ორმაგი დიპლომატია რეგიონში საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
    The Economist საქართველოს მხრიდან ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკებისთვის და ირანისათვის უვიზო რეჟიმის შემოღების პოლიტიკური მნიშვნელობით ინტერესდება და მიუთითებს, რომ კავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირე საქართველო ორმაგ დიპლომატიას ახორციელებს.      გამოცემის შეფასებით, უფრო კონსტრუქციული წინადადება ის იქნებოდა, საქართველოს მის სამეზობლოში მდებარე  ყველა რუსული რეგიონისთვის თავისუფალი სავიზო რეჟიმი შეეთავაზებინა, ვიდრე მხოლოდ პრობლემური ჩრდილო-კავკასიის რესპუბლიკებისთვის, მაგრამ  ყველა გააოცა სავიზო დიპლომატიის კიდევ ერთმა ეპიზოდმა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის ორმხრივ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.      გამოცემის აზრით, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას რუსეთთან `გადატვირთვის” პოლიტიკამ  ოფიციალური თბილისი შეაშინა, რამაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას რეგიონში ახალი მოკავშირეების ძებნა დააწყებინა. `2008 წელს, საქართველომ ირანის მოქალაქე აშშ-ს გადასცა, თუმცა მიმდინარე წლის იანვარში, თეირანს ექსტრადიციის გამო ბოდიში მოუხადა.” – შენიშნავს ავტორი.      ობამას ადმინისტრაცია იქნებ იმედოვნებს კიდეც საქართველოს უკანა პლანზე გადაწევას, მაგრამ უნდა თუ არა საქართველოს იქ დარჩენა, ცნობილი არ არის, ” – დასძენს გამოცემა.
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 09:50 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 რუსი ჯაშუშები ქართული კანონმდებლობით აგებენ პასუხს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
თბილისი შპიონაჟისათვის დაკავებულ რუს მოქალაქეებს ყველა კანონიერი უფლებით უზრუნველყოფს. ამის შესახებ BBC-ის ინტერვიუში საქართველოს საზღვარგარეთის საქმეების მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
განათავსა - Drakula | 10 ნოემ. 2010, 09:47 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
« წინა  1 ...402 403 404 405 406 407 408 409 410 ...422  შემდეგი »
მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 02 მაისი 2024
  • English Georgian