საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და აშშ-ის ექსპორტ-იმპორტ ბანკს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. როგორც ეკონომიკის სამინისტროში იტყობინებიან, დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასა და ინვესტიციების გაზრდას, ასევე ბიზნეს-შესაძლებლობებზე ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს.
რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე ვლადიმერ პუტინმა დაცვის ფედერალურ სამსახურსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა აფხაზეთთან შეთანხმების გაფორმება, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული რიგი ობიექტები რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში უნდა გადავიდეს.
"საქართველოს ბანკი" მათ სახელფასო პროგრამაში ჩართულ კლიენტებს ბაზარზე ინოვაციურ მომსახურებას, sms-სესხს სთავაზობს . sms-სესხის პირობებზე დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ბანკის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა პრესკონფერენცია გამართა.
გაიმართა პირველი სატელეკომუნიკაციო ღონისძიება „TMG – Telecom Meeting in Georgia“, რომელზეც უცხოური სატელეკომუნიკაციო კომპანიის წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრები ადგილობრივი კავშირგაბმულობის კომპანიებთან.
"2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით ოპოზიციას თუ ექნება კონკრეტული წინადადები, მზად ვართ გავითვალისწინოთ", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა განაცხადა.