aspurcela.ge logo
 
 
   
English Georgian
კონტაქტი
ბანკი რესპუბლიკა - ცენტრალური ფილიალი

მისამართი:
გრ. აბაშიძის ქ. 2


თბილისი



საკონტაქტო ინფორმაცია
ჩვენს შესახებ
ბანკი "რესპუბლიკა” ერთ–ერთი უძველესი ქართული კერძო ბანკია, რომელიც დაფუძნდა 1991 წელს. ბანკი "რესპუბლიკა” წამყვანი კომერციული ინსტიტუტია, რომელიც სწრაფად აფართოვებს კორპორაციულ და საცალო საბანკო საქმიანობას და ფინანსურ მომსახურებას საქართველოს მასშტაბით. ბანკში დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი. ბანკი კლიენტებს 47 ფილიალისა და სერვის-ცენტრის მეშვეობით ემსახურება.



2006 წელს ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი” გახდა ბანკის აქციების 60%-ის მფლობელი. 2009 წელს ჯგუფმა თავისი წილი 80%–მდე გაზარდა. "სოსიეტე ჟენერალის” გლობალური ცოდნა და კომპეტენცია ბანკ "რესპუბლიკის” ყველაზე ძლიერი მხარეა. ბანკი თანაბრად აქტიურია როგორც კორპორაციული, ასევე საცალო საბანკო საქმიანობის კუთხით და გასწევს ნებისმიერი სახის საინვესტიციო საბანკო მომსახურებას "სოსიეტე ჟენერალის” ჯგუფის ფარგლებში. ბანკი "რესპუბლიკის” კონკურენტული უპირატესობა საერთაშორისო ცოდნასა და კომპეტენციაში მდგომარეობს უცხოელი ინსვესტორების სასარგებლოდ, რაც ბანკს ეხმარება საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისა და უცხოელი პარტნიორების მოზიდვის კუთხით. ბანკი აქტიურია იპოთეკური და სამომხმარებლო დაფინანსებისა და მიკროდაკრედიტების კუთხით და დახმარებას უწევს მცირე საწარმოებს არამხოლოდ თბილისის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.



ბანკი "რესპუბლიკა” უნივერსალური ბანკინგის მოდელით ხელმძღვანელობს და მისი მიზანი აქციონერთათვის დამატებითი ღირებულებების უზრუნველყოფაა. "სოსიეტე ჟენერალთან” ინტეგრაციის შემდეგ, ბანკში დაინერგა რისკის მენეჯმენტის ახალი სისტემა.



აგვისტოს ომის დროსაც კი ბანკს არ შეუწყვეტია ჩვეული მუშაობა და მშვიდ რეჟიმში ემსახურებოდა მომხმარებელს. ყველაზე რთულ მომენტებში ბანკი მაღალპროფესიულ დონეზე აწარმოებდა ოპერაციებს, მისი ერთგული და მაღალკვალიფიციური პერსონალი ზრუნავდა კლიენტების უსაფრთხოებასა და კომფორტზე.



საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური კრიზისის დროს, ბანკი "რესპუბლიკა” აგრძელებდა გაფართოვების დასახულ სტრატეგიას. აღსანიშნავია, რომ ამ მეტად რთულ პერიოდშიც კი ბანკში არ მომხდარა კადრების შემცირება, რამდენადაც ჩვენთვის ფასეულია თითოეული თანამშრომელი. ბანკი აქტიურად ვითარდება და ფართოვდება. საფილიალო ქსელის ზრდის შედეგად, ბანკი მაქსიმალურად უახლოვდება კლიენტს, სთავაზობს დასავლურ, კლიენტის მოთხოვნაზე მისადაგებულ პროდუქტებს და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას. ბანკი "რესპუბლიკა” გაფართოვების გეგმას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.



ბანკ "რესპუბლიკის” სტრატეგიის ნაწილი მაღალი დონის მომსახურებაა. ბანკსა და მის მომხმარებლებს, თანამშრომლებსა და საზოგადოებას შორის ჯანსაღი ურთიერთობაა, რაც ქმნის ბანკის მომავალი განვითარების გარანტიას. უფრო მეტიც, "სოსიეტე ჟენერალის” მუდმივი მხარდაჭერა ამაღლებს ბანკის საიმედოობას, დამატებით სარგებელსა და წარმატებულ საქმიანობას.



ბანკ "რესპუბლიკის”სტრატეგია მიმართულია არა მხოლოდ მოგების მიღებაზე, არამედ სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესის წარმოებაზე სოციალური პრობლემების სრულყოფილი მოგვარების მიზნით. ბანკ "რესპუბლიკის” მიზანია, ხელი შეუწყოს სოციალური და ბიზნესურთიერთობების განვითარებას საქართველოში მისი ახალ საფეხურზე გადაყვანის მიზნით.
ახალი პროდუქცია - სერვისი
ჩემი პროფილი
კომპანიის სახელი: ბანკი რესპუბლიკა - ცენტრალური ფილიალი
კატეგორია: ბანკები და საბანკო მომსახურება,
ბანკები და ფინანსები, ფასიანი ქაღალდები

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

Copyright © 2007-2009 All rights reserved. სარგებლობის წესი. შეთანხმების პოლისი.
Spambot Killer | Site Map

[News Feed] [Forums Feed] [Downloads Feed] [Web Links Feed]

All Rights Reserved.