aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

 სააკაშვილი: რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების ძალიან დიდი და პრაგმატულიინტერესიაქვს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებით დაინტერესებულია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრაზილიურ გამოცემა „Folha“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომლის რუსული თარგმანიც მოყვანილია საიტზე InoSMI.ru. პრეზიდენტის თქმით, ამაზე მეტყველებს მოსკოვის მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული შეთანხმების მიღწევა და რუსეთის ზემოხსენებულ ინტერესს პრაგმატულობით ხსნის.
განათავსა - Drakula | 22 დეკ. 2011, 19:57 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 რუსეთს ლუდისა და ღვინის დეფიციტი უწინასწარმეტყველეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
რუსეთის მთავრობამ არ დაამტკიცა მოთხოვნები აქციზური მარკებისდმი 9 გრადუსზე ნაკლები სიმაგრის მქონე ალკოჰოლისთვის, მაშინ, როცა 2012 წლის 1 იანვრიდან სუსტალკოჰოლური სასმელების წარმოება და იმპორტი მარკების გარეშე აიკრძალება. როგორც „კომერსანტი“ დარგში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ამან შეიძლება გამოიწვიოს სუსტი ალკოჰოლის მწარმოებელი ქარხნების შეჩერება და საზღვარგარეთიდან ლუდისა და ღვინის შეწყვეტა, რაც დეფიციტს გამოიწვევს.
განათავსა - Drakula | 22 დეკ. 2011, 19:42 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 თარგამაძე: ბოლო დროს ივანიშვილის ოცნების ტრანსფორმაცია ხდება საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის გიორგი თარგამაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ბანაკში უთანხმოებებს აქვს ადგილი. „ახალ ბლოკს, რომელიც ფორმირების პროცესში იმყოფება, დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს. მინდა ვთქვა, რომ ბევრი შეკითხვა დამიგროვდა, რომლებზესაც პასუხი არა მაქვს. როგორც პოლიტიკოსს, იმის მოლოდინი მქონდა, რომ მათი მიდგომა ბევრად უფრო პრაგმატული იქნებოდა, მოლოდინი იმისა, რომ პოლიტიკური რომანტიზმის ეპოქა დასრულდა და ადამიანები გადაწყვეტილებებს რადიონალური ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ, მაგრამ მათი მოქმედებები ჩემში ეჭვებს ჰბადებს“, - განაცხადა თარგამაძემ.
განათავსა - Drakula | 22 დეკ. 2011, 19:42 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკ „ქართუს“ შემოწმების ვადა გაახანგრძლივა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილებაში მყოფ ბანკ „ქართუს“ შემოწმების ვადა ორი თვით გაახანგრძლივა. ეს ინფორმაცია რადიო „კომერსანტს“ „ქართუს“ გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ჯავახიშვილმა დაუდასტურა, თუმცა განაცხადა, რომ არავის მოუცია განმარტებები იმის თაობაზე, თუ რატომ გაკეთდა ეს.
განათავსა - Drakula | 22 დეკ. 2011, 19:41 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 გვინდაძე: საქართველოში ბიზნესის საწარმოებლად ყველა პირობა არსებობს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოში ბიზნესის საწარმოებლად ყველა პირობა არსებობს, მიაჩნია საქართველოს ფინანსთა მინისტრს დიმიტრი გვინდაძეს. ამის შესახებ მან გუშინ, 21 დეკემბერს, პარლამენტში, ბიზნეს-საბჭოს გაფართოებული სხდომის შემდეგ განაცხადა.
განათავსა - Drakula | 22 დეკ. 2011, 19:41 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ზაკურაევი: „ბილაინი“ საქართველოში მობილური კავშირგაბმულობის #2 ოპერატორი იქნება საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
„ბილაინი“ საქართველოში მობილური კავშირგაბმულობის #2 ოპერატორი იქნება, - განაცხადა გუშინ, 21 დეკემბერს, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე შპს „მობიტელის“ (რომელიც საქართველოში „ბილაინის“ სავაჭრო ნიშნის ქვეშ კავშირგაბმულობის მომსახურებას სთავაზობს) ახალმა გენერალურმა დირექტორმა სერგეი ზაკურაევმა.
განათავსა - Drakula | 22 დეკ. 2011, 19:40 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 რუსეთი ლიდერია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ყველაზე ხშირად კლავენ ჟურნალისტებს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
რუსეთი ლიდერობს სხვა ევროპულ სახელმწიფოებს შორის ჟურნალისტებზე თავდასხმების რიცხვით, იტყობინება „ინტერფაქსი“ საზოგადოებრივი პალატის მოხსენების წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით, იუწყება “GHN“.
განათავსა - Drakula | 22 დეკ. 2011, 19:39 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველო რუსულ გაზზე დამოკიდებული არ არის - მაჭავარიანი საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდებამ საშუალება მისცა საქართველოს, თავი აარიდოს რუსულ გაზზე დამოკიდებულებას, უთხრა Trend-ს ოთხშაბათს, 21 დეკემბერს, საქართველოს პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა. მისი თქმით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის გაზის მიწოდებებთან დაკავშირებით შეთანხმება არსებობს, რაც საქართველოს საშუალებას აძლევს, არ იყოს დამოკიდებული რუსულ გაზზე.
განათავსა - Drakula | 22 დეკ. 2011, 19:39 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ფულადი გზავნილების ქართულ ბაზარზე Western Union ლიდერობს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ფულადი გზავნილების ქართულ ბაზარზე ლიდერი Western Union-ია. მისი წილი 18.05%-ს შეადგენს. 2011 წლის იანვარ-ნოემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა BPI-მ დაითვალა. იანვარ-ნოემბერში ფულადი გზავნილების მოცულობამ 1.074 მლრდ დოლარი შეადგინა.
განათავსა - Drakula | 21 დეკ. 2011, 18:38 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველო ჩინეთისაგან 9.5 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტს მიიღებს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ორშაბათს, 19 დეკემბერს, საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ეკონომიკური და ტექნიკური თანაშრომლობის შესახებ. შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჩენ ძიანფუმ. შეთანხმების ფარგლებში ჩინეთი საქართველოს დაახლოებით 9.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტს გამოუყოფს.
განათავსა - Drakula | 21 დეკ. 2011, 18:37 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 1 | ვრცლად...
 


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 18 აპრილი 2024
  • English Georgian