aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

 Yahoo! და AOL გაერთიანებაზე დაფიქრდნენ ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 

ამერიკული ინტერნეტ-კომპანია AOL-ის ფინანსურმა მრჩეველებმა შეთავაზეს მას განვითარების რამდენიმე სცენარი, მათ შორის გაერთიანება კონკურენტ Yahoo!-თან. ამის შესახებ წერს The Wall Street Journal. მანამდე კომპანიათა გაერთიანების საკითხი უკვე განიხილებოდა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.  



აღნიშნული სცენარის განხორციელების გზაზე ძირითად სირთულეს წარმოადგენს აუცილებლობა Yahoo-სათვის, დამოუკიდებელი გახადოს თავისი აზიური აქტივები, კერძოდ: Yahoo! Japan და Alibaba Group.  


AOL-ის ხელმძღვანელის ტიმ არმსტრონგის თქმით, თანამშრომლობა ორივე კომპანიისათვის ხელსაყრელი იქნება, ვინაიდან ისინი მსგავს ბიზნესს აწარმოებენ. თუმცა, მან აღნიშნა, რომ AOL დამოუკიდებელი სტრუქტურის სახითაც არის პერსპექტიული.


პირდაპირი გაერთიანების ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილება კერძო საინვესტიციო კომპანიის შექმნა, რომელიც მართვას გაუწევს Yahoo!-სა და AOL-ის საერთო აქტივებს.


უკანასკნელ დროს AOL-მა ბაზარზე დიდი აქტიურობა განავითარა. სექტემბერში მან ქსელური კონტენტის შემმუშავებელი კომპანია 5min, ასევე ტექნობლოგი TechCrunch შეიძინა.


AOL-სა და Yahoo!-ს გაერთიანება საშუალებას მისცემს კომპანიებს, ინტერნეტ-რეკლამის გლობალურ ბაზარზე უფრო ძლიერი პოზიცია დაიკავონ. უახლოეს მომავალში ეს ბაზარი შეიძლება 2.5-ჯერ გაიზარდოს, კერძოდ, ვიდეოკონტენტის ფართო გავრცელების წყალობით.

წყარო - lenta.ru

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_82.html
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2010, 11:52 | ახალი ამბები »
 

"Yahoo! და AOL გაერთიანებაზე დაფიქრდნენ" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 19 აპრილი 2024
  • English Georgian